ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლია-გამორჩეული კურორტი ,სადაც მუდმივად რაღაც საინერესო ხდება. სტუმრების დახვედრა მეგრელებზე უკეთ კი აბა ვინ იცის?!
16 აგვისტო, 2016

სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა.მის ტერიტორიაზე არაერთი გამორჩეული კურორტი თუ ბუნების ძეგლია.მდიდარია ჩანჩქერებით ,გამოქვაბულებით და არაერთი სანახაობიტა თუ სამკურნალო კურორტით: მარტვილის კანიონი და კურორტი ,,ლებარდე’’, სენაკში კურორტი ,,მენჯი’’ და არაერთი ცნობილი და გამორჩეული ადგილი,მაგრამ  ანაკლია -ედემია ამ მხარეში.

კურორტი ანაკლია

ანაკლია — სოფელი და ზღვისპი რა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი მდებარეობს ენგურის შესართავთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში დგას 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები. ანაკლია ზღვისპირა კლიმატური კურორტია. სოფელში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა აშენებული. სოფელ განმუხურთან დაკავშირებულია 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით.

რატომ დაერქვა ანაკლია

ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – „რა ხდებაო“ „ანა რკიანს“-ო ,რაც მეგრულად ნიშნავს- ანა კივისო, იყო  ასეთი პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას „ანარკია“ (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები დღეს კი – „ანაკლია“ ეწოდება.

ანაკლიას ისტორია

ანაკლია პონტოს სამეფოს ქალაქ ჰერაკლეას ერთ-ერთი კოლონია იყო. ფეოდალურ ხანაში ანაკლია ტრაპიზონთან და კონსტანტინოპოლთან მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა, რაც ძირითადად ტყვის სყიდვაში გამოიხატებოდა. ანაკლიაში განვითარებული იყო მეთევზეობა, რაც ოსმალო ვაჭრების ხელში იყო. 1820 წელს ანაკლია და შეკვეთილი რუსეთის ჯარმა დატოვა.

ანაკლიას უახლოესი წარსული

2011 წელს იგეგმებოდა ანაკლიისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება. დასახლებას ქალაქის სტატუსი ოფიციალურად არ მინიჭებია, თუმცა 2012 წელს საქართველოს მთავრობამ გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვით ანაკლიის ტერიტორიაზე ყულევამდე ახალი საპორტო ქალაქი ლაზიკა უნდა გაშენებულიყო..იგი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი უნდა ყოფილიყო თბილისის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების გათვლებით 2024 წლისათვის ლაზიკას ნახევარი მილიონი მცხოვრები ეყოლებოდა..ქალაქის სავარაუდო გაშენების ტერიტორია მოიცავდა კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლია-ჭურიის უბანს, რომელიც ფრინველთა ყველაზე დიდი მიგრაციის მარშრუტია, ხოლო „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს“ კი გაეროს რამსარის კონვენცია იცავს, რომელსაც საქართველო 1996 წელს მიუერთდა.. დაიწყო რამდენიმე შენობის მშენებლობა, მაგრამ პროექტი შეწყდა.ამჟამად ანაკლიაში დაგეგმილია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

ანაკლია დღეს

წელს ანაკლია-განმუხურში Chek in Georgia-ს   ფარგლებში  GemFest  2016-ი-ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა.ეს ფესტივალი, 9-14 აგვისტოს ჩათვლით ,6 დღე მიმდინარეობდა.ამ ღონისძიებამ ადგილობრივი მოსახლეობა დამსვენებლები და სპეციალურად ამ ფესტივალზე ჩამოსული ტურისტები გააერთიანა.აქ ხალხის რაოდენობამ 20000 გადააჭარბა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალზე 6 სცენა და 150 ათასზე მეტი არტისტი დახვდათ.ათეულობით ბარი და რესტორანი 24 საათის განმავლობაში ცდილობდა მაათთვის სასიმოვნო  გარემოს შექმნას და მაღალ მომსახურეობას.

 GemFest-ის და ასეთი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობა ანაკლიის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.ეს ყოველივე მცირე და დიდი  ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევს.შენდება ათეულობით სასტუმრო,კვების ობიექტი,რაც მოსახლების დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.სწორედ ეს არის მიზანი Chek in Georgia-ს    პროექტისა,რომლის ფარგლებშიც  ანაკლიამ GemFest უმასპინძლა.

სამეგრელოს და მათ შორის ანაკლიას აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მას პოპულარიზაცია სწორედ ასეთი ტიპის ღონისძიებებით უნდა გაეწიოს.საერტაშორისო დონეზე აიწევს ამ კურორტის ცნობადობა და ანაკლია გადაიქცევა განსხვავებული ტიპის გამორჩეულ კურორტად -სადაც მუდმივად რაღაც ახალი და საინტერესო ხდება.

ამ ფესტივალის მზადებისა და მიმდინარეობის დროს ანაკლიასა და განმუხურში 650 ბინა აშენდა და თითოეულში საშუალოდ 40-50 ბინა გაქირავდა.ანაკლიაში 4 სამსართულიანი აოჯახო ტიპის სასტუმრო აშენდა დადაიწყო უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობა ,თავისი ბოტანიკური ბაღითა და საცურაო აუზებით. ანაკლიაში არის ანაკლიას აკვა პარკი რომელსაც შესძლებლობა აქვს 800 ადამინს მოემსახუროს და ის ტანამედროვესისტემებიტა და უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხიტ არის აშენებული.

ანაკლიას მომავალი

სამომავლდ ანაკლიას მნიშვნელოვანი განვიტარება იგეგმება. 2017 წელს ფესტივალი 1-თვიანი იქნება,რაც ამ ორი სოფლის ანაკლიასა და განმუხურის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.

საქართველოში კულტურის განვიტარება და ქვეყნის ხელუხლებელი ბუნება ის ორი სავიზიტო ბარათია,რაც ქვეყნის ცნობადობასა და იმიჯს ზრდის მსოფლიო ასპარეზზე.ამიტომ ეს რესურსი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოტ რომ ქვეყნის საერთო განვითარების დონემ ზევიტ აიწიოს და მოსახლეობა კმაყოფილი და ბედნიერი იყოს როგორც საქართველოში ცხოვრებით ,ასევე აქ სტუმრობით.

სტუმრების დახვედრა კი მეგრელებზე უკეთ აბა ვინ იცის?!


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.