ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში გიდების საზღვარგარეთ გაცვლის პროგრამა განხორციელდება
22 აგვისტო, 2016

„საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საქართველოში ინვესტიცების მოზიდვის გარდა,  ადგილობრივ კომპანიებს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში დაეხარება. დღეს გაფრომებული მემორანდუმის თანახმად, ასოციაცია გიდების მომზადების პროგრამაში ჩართვება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას"-განაცხადა  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა.

აჭარაში ტურისტული პროდუქტის სრულყოფისა და მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სარათაშორისო ინვესტორთა და აჭარის გიდების ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანი გიდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, სარეკლამო საქმიანობის დაგეგმვა, უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისათვის კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებაა. გარდა ამისა, მემორანდუმი საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებსაც ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, ასევე ყველა ტურისტული პოტენციალის მაღალ დონეზე გამოყენება, .სიახლეების გაცნობა და ახალი ტურისტული მარშრუტების ათვისება.  გიდების მომზადების პროგრამით გათვალისწინებულ ლექციები  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ჩატარდება.  

აჭარის გიდების ასოციაციის თავმჯდომარე თეონა ზოიძე: „ვგეგმავთ ტრენინგებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ. ვფიქრობ ერთობლივი ტრენინგები ხელს შეუწყობს ქართველ და უხოელ გიდებს უკეთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, დაგეგმონ ერთობლივი ტურები, მოიზიდონ ტურისტები".

გიდების მომზადებისა და გადამზადების პროგრამაშის ფარგლებში გასულ წელს საერთაშორიოს ინვესტორთა ასოციაციაში  30 გიდმა გაიარა ტრენინგების კურსი. მიმდინარე წელს  მსურველთა  რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი სპეციალისტი დასახავს მიზნად გიდი გახდეს და გადამზადების პროგრამა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის წევრები არიან  შპს Nurol Georgia-ი და შპს Development Solutions-ი, რომლებსაც სასტუმროები „შერატონ ბათუმი პალასი" და „რედისონ ბლუ ბათუმი" ეკუთვნით. ამის გარდა, შპს GIMG-ი და შპს Turinvest -ი ბათუმში „კემპინსკისა" და „ჰილტონის" ბრენდის ქვეშ სასტუმროებს აშენებენ, რომლებიც ტურისტების მოზიდვის საქმეში, რეგიონში  ლიდერები გახდებიან. ამ პოტენციალის გათავლისწინებით, საჭიროა პროფესიონალი გიდები ჰყავდეს აჭარას.

წყარო:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.