One Caucasus არის საერთაშორისო ფესტივალი და ამავე დროს გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან ახლოს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
One Caucasus თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს კავკასიის რეგიონიდან და მთლიანად მსოფლიოდან. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ One Caucasus-ი აქტიურად მუშაობს ადგილობრივ საზოგადოებაზე. ჩვენ ერთად ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სოფლებიდან.
➡ როდის?: 25-28 აგვისტო.
➡ სად?: სოფელი წერაქვი, მარნეულის რაიონი, საქართველო.
ფესტივალზე დასწრება და მინდორი კარვებისათვის არის უფასო.
აგვისტოში ყველგან ძალიან ცხელა, თუმცა წერაქვში სასიამოვნოდ გრილა.
სრული პროგრამა დაიდება რამდენიმე დღეში.
პროექტი დაფინანსებულია მარნეულის მუნიციპალიტეტისა და პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.
მეტი ინფორმაცია:
http://www.onecaucasus.org/
www.facebook.com/OneCaucasus
www.youtube.com/OneCaucasus
დაგვირეკეთ: +995 555 421 422 / +995 595 234 503
მოგვწერეთ: onecaucasusfestival@gmail.com