ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2016 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, რომლის მთავარი მიზანი საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა იქნება
22 აგვისტო, 2016

2016 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ. აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ზემოხსენებული პოტენციალის წარმოჩენისათვის ეყოლება წევრები, რომლებსაც მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუროს მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროში გაწევრიანება შეუძლიათ ხუთი კატეგორიის ორგანიზაციებს, კერძოდ, განთავსების ობიექტებს (სასტუმროები), სააგენტოებს (Destination Management Company - DMC და Professional Congress Organizer - PCO), საგამოფენო სივრცეებს, ავიაკომპანიებსა და დამხმარე ინდუსტრიის წარმომადგენლებს (ტრანსპორტი, ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა). ამასთან, დადგენილია შესაბამის კატეგორიაში გაწევრიანების მინიმალური კრიტერიუმები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: convention@gnta.ge ან Facebook-ის გვერდის მეშევეობით. https://www.facebook.com/GeorgiaConvention


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.