ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი იქნება
29 აგვისტო, 2016

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს  პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი  ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების  კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრ ეონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას  "კავკასუს როუდ პროჯექტი"  და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.   აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.