ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გახდის თუ არა ,,პანტიანისტბის’’მიმდებარედ დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა -დმანისს- ქვემო ქართლში ყველაზე მოთხოვნად საზაფხულო დასასვენებელ ადგილად ?!
29 აგვისტო, 2016

პირველი  ადამიანის საცხოვრებელი აფრიკა გახლავთ. სწორედ ისინი გადმოდიან აფრიკიდან ევრაზიის კონტინენზე. პირველი ევრაზიელი ჰომინიდები დასახლდნენ კავკასიაში, აქედან გადაინაცვლეს აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში .ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი სადგომია -დმანისი.

პირველი ევროპელების სამშობლო დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვია დმანისით ასეთი დაინტერესება?

დმანისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხეა. დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული  წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუასაუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარეისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუასაუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე  მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან,( წინა აზიიდან )და დასავლეთიდან( ევროპიდან. )

დმანისში სხვადასხვაეროვნების ხალხი ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობს,ამიტომ მას თამამად შეიძლება ეწოდოს ტოლერანტობისა და მეგობრობის ქალაქი. ეს ყოველივე კი დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,რადგან ტოლერანტობა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს ასაშენებლად.

რა სიახლებია აქ ჩამოსული ტურისტებისთვის?  რა კეთდება რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად?ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  დმანისის რაიონის გამგებელი,ბატონი გოგი ბარბაქაძე გვესაუბრება.

-როგორც ვიცით, დმანისი დიდი ტოლერანტობით გამოირჩევა, აქ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. რა ღონისძიებები ხორციელდება ამ მეგობრობის გასამყარებლად?

გოგი ბარბაქაძე:-  დმანისის მუნიციპალიტეტი  გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. მათი თანაცხოვრება  საუკუნეებს ითვლის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ  ჩამოყალიბდა მისაბაძი ურთიერთობები და ტოლერანტობა გახდა თანმდევი მოსახლეობის კულტურული თუ  ყოფითი ცხოვრებისა.

დმანისის მოსახლეობა ერთნაირად იზიარებს საერთო ჭირსა და სიხარულს. ყოვლწლიურად იმართება სახალხო დღესასწაულები( „ნოვრუზბაირამი“ დმანისობა“).აღინიშნება საქართვველოსათვის ღირსშესანიშნავი დღეები(26 მაისი,9 აპრილი,8 აგვისტო,შობა-ახალი  წელი). ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის ტრადიციებს.  ზრუნავენ ფოლკლორის აღორძინებასა და შენარჩუნებაზე. დმანისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სპორტისა და სახელოვნებო  წრეებში ეუფლებიან შესაბამის ცოდნას. იმართება უამრავი საღამო(მხატვრული კითხვა, ვიქტორინა) სხვადასხვა ერისა და ეროვნებების წარმომადგენლების ჩართულობით.

მუნიციპალიტეტი ზრუნავს სახელმწიფო ენის შესწავლაზე. კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებობს ინტერნაციონალური ანსამბლი“დმანისური აისი“ მათი რეპერტუარი შედგენილია დმანისში და არამარტო დმანისში მცხოვრები ეთნიკური მოსახლეობის სიმღერებისგან. სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს დამყარებული  კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ არქეოლოგიურ- საექსპოზიციო მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი მასალები მეტყველებენ ქართველი და არაქართველი ერების ურთიერთობაზე.

-რა პროექტები ან საინტერესო ღონისძიებები ხორციელდება დმანისის ადგილობრივი მოსახლეობისა და აქ ჩამოსულ დამსვენებლისათვის?

-დმანისის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარებისათვის დიდ პოტენციალს ფლობს, ყოველწლიურად ზაფხულობით დმანისს სტუმრობს უამრავი დამსვენებელი.მათ იზიდავთ ჩვენი მშვიდი  გარემო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,  ბუნების სიმშვენიერე. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქ.დმანისის ნაქალაქარისადმი, სადაც უძველესი ადამიანების „ზეზვას“ და ‘მზიას“ ნეშთები იქნა აღმოჩენილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ტურიზმის განვითარებისათვის  შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა  არ არსებობს .ჩემი აზრით,მნიშვნელოვანია     „საოჯახო სასტუმროების“განვითარება, რაც ხელს შეუწყობს  ტურიზმის განვითარების.

-ინფრასტრუქტურა-,როგორც აღნიშნეთ ,ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა კეთდება რაიონში ამ კუთხით?

-ამ კუთხით 2013  წლიდან დღემდე ძლიან ბევრი რამ გაკეთდა,შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია.54 სოფლიდან 44-ში ასფალტის საფარიანი გზა აშენებულია. ჩემი მონაცემებით ამდენი მიღწევა საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია .ინფრასტრუქტურული და  სოფლის მხარდამჭერი პროექტებით ქ.დმანისში და  სოფელებში მოასფალტდა საავტომობილო გზები.მოხდა სოფლების გაზიფიცირება და ქ.დმანისში ქსელის გაფართოება.მოხდა წყალმომარაგებისა და წყალსადენების ქსელის მოწყობა,სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტცია . 5 სოფელში მოეწყო ლითონის ხიდი,მოხდა 27 სოფლის ელექტროგამრიცხველიანება. გარეგანათების  მოწყობა.  საკანალიზაციო(სანიაღვრე ) სისტემის და საპირფარეშოს მოწყობა;სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; კლუბების,მინისტადიონის და მიმდენარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;  ქ. დმანისში  მინი სტადიონის (წმ. ნინოს N38) მიმდებარე ტერიტორიაზე , დასახლებაში აღმაშენებლის ქ-ზე სკვერის მოწყობა, ქ.დმანისში ფეხბურთის მოედანზე სკამებისა და გასახდელების, ქუჩების გარე განათების მოწყობა;ქ. დმანისში კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები,მასთან არსებულ მუზეუმში სველი წერტილის მოწყობა.მუნიციპალიტეტში  და სოფ განთიადში გარე განათების მოწყობა;ქ. დმანისის შემოსასვლელში 800 მ-იან ზოლის და კოსტავას ქ-ზე გარე განათების რეაბილიტაცია;საცხოვრებელი სახლებისა და ბაღების  სახურავების რემონტი;ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტს წარმოადგენს.

რა სამომავლო გეგმები და სტრატეგია გაქვთ შემუშავებული,  რაც ტურისტულ პოტენციალსა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას შეუწყობს ხელს?

-მეტი აქტიურობა,ტურისტული ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება. ,არსებობს სავარაუდო მარშრუტები ტურისტული ნაკადების მისაღებად, რომლის განსახორციელებლად მომავალი წლისათვის აუცილებელია საინფორმაციო ცენტრის ან სააგენტოს შექმნა. ტურიზმის განვითარებისათვის დიდ წვლილს შეიტანს ქალაქთან ახლოს არსებული ეგრეთწოდებული პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ზოლში სასტუმროებისა და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის გამიზნული ინვესტიცია, რომელიც სულ მალე შეისხამს ფრთებს და გვექნება ქვემო ქართლში  ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო დასასვენებელი ადგილი. ასევე ნაქალაქარის მუზეუმი თავისთავად უნიკალურია ტურისტული თვალსაზრისით

რა ტურისტულ პოტენციალს ფლობს დმანისის მუნიციპალიტეტი და  შეგვიძლია თუ არა, რომ დამატებითი მარშუტების შეიქმნას ამ მუნიციპალიტეტის და ქვემო ქართლის რეგიონის მეტი პოპულარიზაციისთვის?ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  ს.ს „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოების“ ხელმძღვანელი გიორგი კვეზერელი გვესაუბრება:

აღსანიშნავიაის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი და მისი შემოგარენი 190-ზე მეტი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლისგან შედგება, რომელიც შუასაუკუნეებით თარიღდება.  ისტორიული ღირებულებებიდან გამომდინარე ამ რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ტურიზმი ყოველთვის წარმოადგენდა  საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტს. ამიტომ,ვფიქრობ აუცილებელია  შეიქმნას ახალი ტურისტული მარშუტები, რომელიც ხელს 

შეუწყობს როგორც  შიდა ტურიზმის განვითარებას ,ასევე სასაზღვრო რეგიონიდან ტურისტების შემოდინებას.  დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლის რეგიონში, საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება სასტუმრო ბიზნესი. მაგრამ საკმაოდ მწირია მათი რაოდენობა, რაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის. უნდა  შეიქმნას ახალი მარშუტები,  წარიმართოს  კურორტ დამნისის სათანადო მარკეტინგული კამპანია,აიწიოს მომსახურეობის ხარისხმა.  ეს ყოველივე გაზრდის ტურისტული  ბიზნესით რეგიონის დატვირთვას და ამ სფეროს განვიტარებას. თავისთავად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ამ ბიზნესისადმი ინტერესი და ჩართულობა,რაც მატ ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

მნიშვნელოვანია დმანისის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსები. მხოლოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არის მინერალური სამკურნალო მჟავე და გოგირდოვანი წყლები, რომლის იძლევა საშუალებას აქ სამკურნალო- გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითრების., ამისატვის პირველ რიგში  აუცილებელა  მუნიციპალიტეტში შესაბამისი ინფრასტურქტურის განვითარება. უნდა მოხდეს კურორტ დმანისის მარკეტინგული ანალიზი, პიარი,  რადგან იგი  გამოირჩევა პასიური კლიმატოთერაპიითა და მინერალური წყლების მიღებით. წლიდან წლამდე უამრავი დამსვენებელი სტუმრობს კურორტს და ვფიქრობ  მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად.  ამ კურორტს ბევრი პლიუსები აქვს, იგი ახლოა თბილისთან და შესაძლებელია  კურორტზე შაბათ - კვირით სტუმრობა.  . გარდა ამისა კუროტი გამოირჩევა ისეთი აქტური დაავადებების სმაკურნალოდ, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქულიასთმა, ქრონიკულიგასტრიტი, კოლიტიდაენტეროკოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, შარდ-კენჭოვანიდაავადებები, რკინადეფიციტურიანემია

_რას ფიქრობთ ბატონო გიორგი რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს ტურისტების მოზიდვის კუტხით და თქვენი აზრით, ამ რეგიონისათვის  რამდენად ეფექტური იქნებოდა  კულტურული ტურიზმის კუტხით განვითრება?

-თანამედროვე  ტურიზმი,  კომპიუტერული ტექნიკისა და ავტომატიზაციის ფართოდ დანერგვის საფუძველზე საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროცესების სფეროდ გადაიქცა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დმანისის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონის ახლიდან შესწავლა, ხოლო შესაწავლილი ინფორმაციის გადატანა სხვადასხვა ინტერნეტ ჟურნალებსა და კატალოგებში, რათა მოხდეს ეფექტურად ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება დაინტერესებულ პირებთან.

საჭიროა დაიგეგმოს ექსპედიციები პროფესიონალების მიერ, მოხდეს ახალი მარშუტების დაგეგმა, აქამდე არსებული მარშუტების პოპულარიზაცია, გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, მისასვლელი გზები, მოხდეს ახალი ბროშურების დამზადება და გავრცელება . საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა ადგილობრივი თვითმართველობების დონეზე, რათა მოხდეს ყველა მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირება ,როგორც საინფორმაციო ცენტრებში, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. აუცილებელია შეიქმნას დმანისის, როგორც ცალკეული მუნიციპალიტეტის, ასევე ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ელექტრონული ენციკლოპედია. ეს არის პროცესები, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას დაწყებული აქვს: გაგზავნა, შესწავლა და გადატანა ჩვენს კატალოგში.ამ  პროდუქტს დიდი  დაინტერესება აქვს და საიტს საკმაოდ ბევრი ნახვა.

საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე ეფექტიანი მარკეტინგისა და პოზიციონირებისთვის აუცილებელია უნიკალური ნიშის არსებობა, რომელიც ტურისტულ ზონას ან ღირსშესანიშნაობას გააჩნია. ნიში რაც უფრო მეტად განასხვავებს კონკრეტულ ადგილს სხვა მსგავსი სანახაობებისგან, მით უფრო ადვილია ტურისტების დარწმუნება, რომ მისი მონახულება ღირს. საქართველოს მასშტაბით ცოტა რამ მოიპოვება ისეთი უნიკალური, როგორიც ქვემოქართლის ისტორიულ- კულტურული ტურისტული ობიექტებია. დმანისი ს ნაქალაქევთან ერთად, ამ მიმართულებით სწორედ საყდრისს ქონდა მნიშვნელოვანი პოტენციალი.

ქვემო ქართლში წარმოდგენილია სამხრეთ საქართველოს ვულკანური წარმოშობის მთებისა და ზეგნების უმშვენიერესი ლანდშაფტი- ტყეებით,  მდინარეებითა და ტბებით. ეს მხარე უხვია ნადირითა და თევზით.ამიტომ  აქ შესაძლებელია  ტურიზმის ისეთი სახეობის განვითარება,   როგორიცაა: ცხენოსნობა, სამონადირეო  ტურიზმი, ეკოტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, კულტურული, სამკურნალო, აგრო ტურიზმი და სხვა ახალი სიანტერესო მიმართულებები. ამისათვის უდნდა მოხდეს კიდევ ერთხელ რეგიონის ბუნებრივი რესურსების შეფასება, ახალი პროექტების გაკეთებადა  ამ პროექტების პოპულარიზაცია.

სურათების ავტორი: ბადრი ვადაჭკორია


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.