ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმი Forbes-ის რეიტინგში საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზეა
05 სექტემბერი, 2016

Forbes-მა ბათუმი ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა. რეიტიგნში ბათუმი უსწრებს ისეთი ქვეყნის კურორტებს როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი შავი ზღვის სწარაფად განვითარებადი კურორტია და აქ დამსვენებლებს საშუალება აქვთ საზღვაო დასვენებასთან ერთად ქალაქისა და მის მახლობლად არსებულ ისტორიულ-ძეგლებს გაეცნონ, ამასთანავე დაესწრონ იმ მუსიკალურ, ანიმაციურ და კინო ფესტივალებს, რომლებიც ბათუმში სექტემბერში იმართება.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია დასვენების ბიუჯეტი: საგზური 2 ადამიანზე: 1 კვირიანი ცხოვრება 3* და მეტი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში და ასევე ავიაბილეთების ღირებულება მოსკოვიდან და პირიქით.

გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგის შედგენისას გამოყენებულია სექტემბრის თვის საშუალო ფასები.

„ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის „შესანიშნავი ათეული“ ასე გამოიყურება:

1. ბაქო (აზერბაიჯანი) - 52 ათასი რუსული რუბლი.
2. იალტა - 55 ათასი რუსული რუბლი.
3. ზელენოგრადსკი (კალინინგრადის მხარე, რუსეთი) —ათასი რუსული რუბლი.
4. სალოუ (კატალონია, ესპანეთი) —ათასი რუსული რუბლი.
5. ბათუმი (საქართველო) — 71 ათასი რუსული რუბლი.
6. კრეტა (საბერძნეთი) — 71 ათასი რუსული რუბლი.
7. აია-ნაპა (კვიპროსი) — 88 ათასი რუსული რუბლი.
8. მაიორკა (ესპანეთი) — 98 ათასი რუსული რუბლი.
9. სარდინია (იტალია) — 104 ათასი რუსული რუბლი.
10. მადეირა (პორტუგალია) — ათასი რუსული რუბლი.

Forbes.ru-ს სტატიისა და რეიტინგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე goo.gl/pGmBPT.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.