ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სპელეოთერაპია და მკურნალი მღვიმეები საქართველოში
14 სექტემბერი, 2016
სპელეოთერაპია ანუ მიწისქვეშა კლიმატოთერაპია (speleos-ბერძნულად მღვიმე) - გულისხმობს მღვიმეებში არსებული კლიმატის გამოყენებას ამა თუ იმ დაავადებათა სამკურნალო მიზნით. მკურნალობა კარსტული მღვიმის პირობებში ახდენს მადესენსიბილიზებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების დროს თან ახლავს გარეგანი სუნთქვის, კარდიოჰემოდინამიკის, სიმპატო-ადრენალური სისტემის ფუნქციისა და ცვლადი პროცესების გაუმჯობესება, ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობისა და უჯრედოვანი იმუნიტეტის გაძლიერება. ჰუმორული იმუნიტეტისა და კლინიკური მდგომარეობის ნორმალიზაცია.

კარსტული მღვიმის სახელწოდებით აღინიშნება ბუნებრივი პროცესებით შრეებში, უმეტესწილად ნაპრალების გასწვრივ გამომუშავებული სიღრუეები ან მათი მიწისქვეშა კომპლექსები. მათი წარმოქმნისთვის დანაპრალებული კირქვის წყებათა არსებობა და მათში აგრესიული წყლების ცირკულაციაა საჭირო. 

იტალიური ძეგლებით დასტურდება, რომ მკურნალობის ეს მეთოდი სამ ათას წელს ითვლის, იტალიაში თერმული წყლებით აჯანსაღებდნენ ადამიანებს. ანტიკურ ხანაში კრონიოს მთის მღვიმეებში არსებობდა კრუარას თერმები, ეს აბანოები ორთქლის აბანოების სახელითაა ცნობილი. 

სპელეოთერაპიას რუსეთშიც იყენებდნენ. პიატიგორსკის ჩანაქცევებში ჩაკიდული კალათით ჩადიოდნენ ტბაში და სამკურნალო წყალში ბანაობდნენ. 

კარსტული მღვიმეების გარდა მიწისქვეშა მკურნალობა ქვამარილის მაღაროებშიც წარმოებს (ჰალოთერაპია). მარილის ნაწილაკებით გაჟღენთილი, ბაქტერიებს მოკლებული, მუდმივი ტემპერატურის მქონე ჰაერი და ზოგ შემთხვევაში მაღალი ატმოსფერული წნევა კურნავს სასუნთქი გზების, კანის, ბრონქული ასთმის, ყივანახველას და სხვა დაავადებებს. მარილი ეხმარება დაავადებულებს სინუსიტის პრობლემების მოგვარებაში, ამსუბუქებს ალერგიის სიმპტომებს, ამცირებს ლორწოს და ასუფთავებს სასუნთქ გზებს. 

პირველად ევროპელმა ბერებმა შენიშნეს, რომ რესპირატორულ დაავადებიანი მათი პაციენტები მღვიმიდან ამოღებული მარილის შესუნთქვის შემდეგ კარგად ხდებოდნენ. 
პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოხოვსკიმ 1843 წ. გამოსცა წიგნი მარილის სასარგებლო მტვერის შესახებ. მან შეამჩნია, რომ მეშახტეები ნაკლებად ავადდებოდნენ სასუნთქი გზების დაავადებებით. მის სახელს უკავშირდება ვეილიცკა (Weiliczka)-ს სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. მღვიმის საერთო სიგრძე 200კმ-ია; სიღრმე 327მ; მღვიმეთა დარბაზების რაოდენობა 2000; იგი 9 დონეზეა განლაგებული.

დღეს Weiliczka Salz Mine ფუნქციონირებს, როგორც უდიდესი სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი. მღვიმის მარილი შეიცავს შემდეგ მინერალებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, სელენი და სპილენძი. ეს არის ის რამდენიმე მიკრო ელემენტი, რომელთა დეფიციტი იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებს. მაგ: სელენი, რომელსაც შეიცავს მარილი, აჩერებს დაბერების პროცესს. აღნიშნულ მღვიმეში მარილით მკურნალობენ სიმსუქნეს, ასთმას, ალერგიას, რესპირატორულ დაავადებებს, კანის დაავადებებსა და მეტაბოლურ პრობლემებს. გარდა ამისა, კომპლექსში სუფთა ჰაერის ჭავლითა და ორიგინალური პეიზაჟებით, წყნარი მუსიკითა და მუდმივი ტემპერატურით მკურნალობენ ფსიქიკურ პრობლემებს. 

მკურნალობა მიმდინარეობს დღეში 6,5 საათით მიწის ქვეშ 135 კმ-ზე. მასაჟი, სტომატოლოგიური, კოსმეტოლოგიური და ფიტნეს მომსახურება, ასევე აუდიო-ვიდეოტექნიკა, ჩოგბურთისა და ბილიარდის მაგიდები სასიამოვნოს ხდის აქ გატარებულ დროს. 1978 წელს ეს მღვიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს. 
წყალი ადვილად ხსნის კარბონატულ ქანებს იმ შემთხვევაში, თუ იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირორჟანგს (CO2). კალციუმის ან მაგნიუმის კარბონატები (CaCO3 და MgCO3) ნახშირორჟანგის შემცველი წყლის მოქმედებით გადადიან ადვილად ხსნად ბიკარბონატში CaCO3 +H2O+CO2=Ca(HCO3)2, რომელიც შემდეგ წნევის ან ტემპერატურის შეცვლის კვალობაზე კარგავს CO2-ს და ჭარბი კალციუმის გამოყოფა ხდება.

სამკურნალოდ გამოყენებულ კარსტულ მღვიმეებში ტენიანობა 40-50%-ია, ტემპერატურა საშუალოდ 18-240; ჰაერის სტერილურობა 90-200 საპროფიტული მიკროორგანიზმი/მ3.
კირქვულ სიღრუეებში ატმოსფერულ წყალთან ერთად შედის რადიაქტიური ნახშირბადის (C14)-ის შემცველი ნახშირორჟანგი (CO2). რადიაქტიური ნახშირბადი გროვდება სტალაქტიტებში, სტალაგმიტებსა და სხვა ნაღვენთ ფორმებში, რაც ხელს უწყობს ჰაერის იონიზაციას. ბეტა გამოსხივება, მაღალი სინესტე, ჰაერის სისუფთავე და სხვადასხვა სახეობის ობის სოკო, რომლებიც ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს, ხელს უწყობს ბრონქული ასთმის, რევმატისზმის, გულის სნეულებების, ასთმის, ყივანახველას და ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობას. 

თბილ მღვიმეებში განასხვავებენ ორ ქვეტიპს: ორთქლიანსა და წყლიანს. ორთქლიანში 410ტემპერატურის მქონე ნესტიან ჰაერში ჩათბუნებით მკურნალობენ რევმატიზმს, ნევრალგიებს, სასუნთქი გზებისა და ლიმფატური სისტემების დაავადებებს, ქრონიკულ ოტიტს, გინეკოლოგიურ სნეულებებს, კანისა და სისხლის მიმოქცევის დაავადებებს. მღვიმეებში, სადაც ტემპერატურა 44-500 უდრის, ავადმყოფებს უკეთებენ ორთქლის აბაზანებს, მკურნალობენ ართრიტს, სახსრებისა და კუნთების დაავადებებს, იშიაზს, მარილოვან პოლიართრიტს და სისხლის მიმოქცევის დაავადებებს. 

ტაპოლცას ბალნეოლოგიური კურორტი ბალატონის ტბიდან 180 კმ-ში, ბუდაპეშტთან (უნგრეთი) მდებარეობს. მღვიმის საშუალო ტემპერატურა +13+160-ია, ჰაერის ტენიანობა 95-99%, ჰაერი გაჯერებულია ნახშირბადის დიოქსიდით (CO2),კალციუმის (Ca++), მაგნიუმისა (Mg++), და ნატრიუმის (Na+) იონით, ასევე რკინითა და სხვა ქიმიური მიკროელემენტებით. 

1978-79 წლებში 101 ქრონიკული ბრონქიტითა და 50 ბრონქული ასთმით დაავადებულ ადამიანზე აწარმოებდნენ დაკვირვებას ამ მღვიმეში, ხოლო 1980-82 წლებში 141 ბრონქიტითა და 89 ბრონქული ასთმით დაავადებულს აკვირდებოდნენ. მღვიმეში 8 თვიანი თერაპიის შემდეგ აღნიშნულ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება შეუმცირდათ. 

რადონის სამკურნალო გალერეა ავსტრიაში ყოველწლიურად 75 ათას ადამიანს მასპინძლობს. აქ მკურნალობენ ართრიტს, ქრონიკულ პოლიართრიტს, ოსტეოპორიზს, ქრონიკულ ბრონქიტს, ფსორიაზს, ნევრალგიას, ჭრილობის დაგვიანებულ შეხორცებას და სხვა დაავადებებს. 

უნგრელი ექიმები აგლეტიკის მღვიმეს დიდი ხანია იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ. ხოლო კლუტერის მღვიმის სტაციონარში (გერმანია) მკურნალობენ ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიცაა ბრონქული ასთმა. 

უნგრეთში თავას მღვიმეში თერმული ტბებია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, სპილენძსა და მძიმე ლიტონების იონებს. ამ წყლებით მკურნალობენ სისხლის მიმოქცევის პრობლემების მქონე ადამიანებს. მაგდებურგის (გერმანია) მარილის მღვიმეებში, უბაქტერიო მარილით, მუდმივი ტემპერატურითა და ჰაერის მაღალი ატმოსფერული წნევით მკურნალობენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებებს. 
მსოფლიოში დიდი სპელეო-ჰალოთერაპიული ცენტრებია: ავსტრია-Solzbad-Salzeman, რუმინეთი-Preid, პოლონეთი-Weiliczka, აზერბაიჯანი-Nakhichevan, ყირგიზეთი-Chon-Tous, უკრაინა-Solotvino
საქართველოში სპელეოთერაპიის შესახებ კვლევები 1973 წლიდან იღებს სათავეს, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს იორამ თარხან-მოურავს ეკუთნის. მან ჩაატარა კვლევები ახალ ათონსა (სოხუმი) და თეთრის მღვიმეში (წყალტუბო). გამოიკვლიეს ფილტვის ქრონიკული სპეციფიკური დაავადების მქონე 694 ადამიანი. მათგამ 515 გაიარა სპელეოთერაპიის კურსი კარსტულ „თეთრი მღვიმის“ პირობებში, ხოლო 179-მა „ახალი ათონის“ პირობებში. 

ფილტვის ქრონიკული სპეციფიკური დაავადებები მოიცავს ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ პნევმონიას და ქრონიკულ ბრონქიტს. დადგინდა, რომ სისხლში კორტიზოლის მომატებული გადმოსროლა ახდენდა მადესენსიბილიზებენ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც გამოიხატებოდა სისხლის შრატში საერთო არასპეციფიკური იმუნოგლობულინ E-ს, სიალის მჟავეების, a1 და a2 გლობულინების რაოდენობის შემცირებით და ალბუმინების შემცველობის მომატებით „ც“-რეაქტიულ ცილაზე პრეციპიტაციის რეაქციის შესუსტებით (გაქრობამდე).

ბრონქო-პულმონურ აპარატში ანთებითი პროცესისა და ორგანიზმის სენსიბილიზაციის შემცირება (გაქრობამდე) იწვევდა გარეგანი სინთქვის, კარდიოჰემოდინამიკის, სიმპატო-ადრენალური სისტემის ფუნქციისა და ცვლადი პროცესის გაუმჯობესებას; ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობისა და უჯრედოვანი იმუნიტეტის გაძლიერებას; ჰუმონური იმუნიტეტისა და კლინიკური მდგომარეობის ნორმალიზაციას.

გამოკვლევებით დადგინდა, რომ კარსტული მღვიმის პირობებში მკურნალობა სუნთქვის, გულ-სისძარღვთა და ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებების დროს იწვევს რიგი სიმპტომების, რომლებიც დამახასიათებელია არა მარტო აღნიშნული პათოლოგიისათვის, არამედ დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისთვისაც, შემცირებას. 

სპელეოთერაპიით მკურნალობა ახდენს დადებით გავლენას I ხარისხის ჩიყვით დაავადებულ ადამიანებზე, ასევე ჩიყვით დაავადებულთათვის თანმხლები ფიპერტენზიის მქონე ავადმყოფებზე.

საქართველოს მღვიმეები შეიძლება გამოვიყენოთ სპელეოთერაპიისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ. მას აქვს შემდეგი დადებითი მხარეები:

• ბუნებრივი, უსაფრთხო, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია;
• მკურნალობის ეფექტურობა ნარჩუნდება დაახლოებით 1 წელი, ზოგჯერ უფრო მეტიც’
• დიდი წარმატებით გამოიყენება ბავშვებში.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.