ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ფესტივალი „თელავინო 2016“
16 სექტემბერი, 2016

გაცნობებთ, რომ  მ/წლის 30 სექტემბერს „კახეთის მეღვინეთა გილდიის “  ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქ. თელავში ტარდება ღვინის ფესტივალი „თელავინო 2016“.

აღნიშნული ფესტივალი ტრადიციულად ქ. თელავში იმართება რთველის მიწურულს და წარმოადგენს დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

ფესტივალის სტუმრებს ეძლევათ უნიკალური საშუალება:

·         სრულიად უფასოდ დააგემოვნონ  საუკეთესო ქართული ღვინო;

·         შეიძინონ ის ექსკლუზიურად დაბალ ფასად;

·         მონაწილეობა მიიღონ თემატური ნამუშევრების (ფოტო,მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;

·         დაათვალიერონ სტუმრებისთვის შექმნილი საშემოდგომო პავილიონები;

·         დატკბნენ ეროვნული ფოლკლორის (სიმღერა, ცეკვა) და თანამედროვე მუსიკალური ნომრებით;

·         პატარა სტუმრებს გაამხიარულებს ანიმატორთა გუნდი;

აქვე გაცნობებთ, რომ  „კახეთის მეღვინეთა გილდია“ აერთიანებს რეგიონის წარმატებულ ღვინის მარნებს და მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღვინის კულტურის , ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების ასევე ქართული საზოგადოებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქალბატონ თამარ ბიჭაშვილს:

Kakheti Wine Guild

#1 St. Rustaveli, Telavi 2200, Georgia

Tel: +995 350 27 90 90

Mob: +995 555 78 38 77

E-mail: Guild@kwg.ge

Web: www.KWG.ge

FB: კახეთის მეღვინეთა გილდია/Kakheti Wine Guild


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.