გვიამბეთ , რა გზა განვლეთ თქვენი სასტუმროს შექმნის იდეიდან დღემდე ?
სასტუმროს გახსნის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პერიოდი იყო. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა თელავში. არსებული სასტუმროები უკვე გაპარტახებული იყო. გაიხსნა რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო. აშკარა გახდა, რომ ქალაქს გამართული სასტუმრო და მაღალკვალიფიციური მომსახურეობა სჭირდებოდა.
ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევჭიდებოდით ამ, მართლაც რთულ საქმეს. გზაზე მრავალ სირთულეს წავააწყდით: თანხების მოძიება, აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი,კვალიფიციური კადრების შერჩევა... საბოლოოდ პროექტი განხორციელდა და უკვე ორი წელია სასტუმრო ფუნქციონირებს. მთავარი მიზანი იყო სტუმრისათვის გვეჩვენებინა ოჯახური გარემო და ამავდროულად მიეღო სასტუმროში კომფორტული მომსახურეობა. სახელწოდებაც, - "ჩემი სახლი" სწორედ ამის გამო შეირჩა,რათა აქ მოსულ ადამინს ოჯახური სიმყუდროვე ეგრძნო.
რა გეგმები გავქთ უახლოეს მომავალში და როგორ აპირებთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას?
იგეგმება სასტუმროს გაფართოვება. კერძოდ, მეორე კორპუსის აშენება, სადაც განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი და ღია საცურაო აუზი.
გაქვთ, თუ არა რამე აღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, მიღწევები, სერთიფიკატებიდა ა.შ ?
გვიამბეთ მოკლედ იმ დაბრკოლებებზე რაც გხვდებათ ტურიზმის სფეროში და როგორია თქვენეული პრობლემებიდან გამოსავლის გზა.
საქართველოში სასტუმრო მომსახურეობის ფასი საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია მაღალი გადასახადებით. სასურველია იმ პერიოდში,როცა არ არის სეზონი და არ გვყავს სტუმრები ამ ტიპის ობიექტები გათავისუფლდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია თავად ქალაქებისა და მხარეების მეტად პოპულარიზაცია, რაც ქ. თელავს ნამდვილად აკლია. მოსაწესრიგებელია ასევე ინფრასტრუქტურაც.
როგორ მოგწონთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების პროექტი?
ძალიან კარგი წამოწყებაა. პირველ რიგში, კომპანიებს საშუალება აქვთ შეიტყონ ერთმანეთის შესახებ, რაც მათ მომავალ პარტნიორობას ხელს შეუწყობს. ასევე, ხდება თითოეული კომპანიის მეტად პოპულარიზაცია.
როგორ იყო თქვენი აზრით 2016 წლის ტურისტულ სეზონი?
2015 წელთან შედარებით იგრძნობა ტურისტული ნაკადის მატება, განსაკუთრებით ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.