ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
National Geographic-მა საქართველო შემოდგომაზე მოგზაურობისთვის საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
23 სექტემბერი, 2016

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა National Geographic-მა საქართველოს შემოდგომაზე სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულება უწოდა.

ოქტომბერს საქართველოში „ღვინობისთვეს" უწოდებენ, ხოლო ქვეყანას ამ სასმელის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამასთან, UNESCO-მ  ქვევრის ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, ნათქვამია სტატიაში.

ღვინის კლასიკურ ქვეყნებად საფრანგეთი და ჩინეთი მიიჩნევა, მაგრამ გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი და საქართველოზე მრავალ რამეს შეიტყობთ", - აღნიშნეს National Geographic-ში.

„საქართველოში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ ღვინის მწარმოებელს, რომელიც ღვინის დაყენებისთვის ტრადიციულ ქვევრს იყენებს არ ესტუმრეთ"- ნათქვამია სტატიაში.  აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის წარმოების 8,000 წლიანი ისტორიაა.

ჟურნალი  მკითხველს კახეთის შესახებაც აწვდის ინფორმაცია. ნათქვამია, რომ აქ თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტებია.

აქვე საუბარია საქართველოში გადაადგილების საშუალებებზე. „ტაქსები ხელმისაწვდომია საქართველოში". რეკომენდაციებია განთავსების ადგილებთან დაკავშირებით მაგალითად მოყვანილია  „ვინოტელი" , რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს. 

პოპულარული გამოცემა მკითხველს ასევე სთავაზობს ქართული სამზარეულოს, კერძოდ, ხინკლისა და ხაჭაპურის დაგემოვნებას. National Geographic-ი საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის მკითხველს ურჩევს, დაათვალიეროს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისა და ღვინის ასოციაციის ვებგვერდები.

შემოდგომაზე სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებებს შორის მოხვდა: ირლანია, მექსიკა, ვანუატუ, ინდოეთი, იორდანია, ზამბია, ჩილე, ხორვატია.

                                            


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.