ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით გაიზარდა
03 ოქტომბერი, 2016

9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა კი 8.6%-ით გაიზარდა

2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 631,302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 62,615-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.0%)-ია.

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.


2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.6%. 


2016 წლის აგვისტოს მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 169,613 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +25%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


2016 წლის რვა თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,029,824 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +13.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.