ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ეკო სასტუმრო იხსნება
10 ოქტომბერი, 2016

„მეიდან ჯგუფი" თბილისში ეკო-სასტუმროს გახსნას გეგმავს. სასტუმროს გამხსნელი მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ სასტუმროს მოწყობა უკვე დაწყებულია და მისი გახსნა მომავალი წლის მარტში იგეგმება. შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმრო აღმაშენებლის ხეივანთან, „ვარდების ბაღში" მდებარეობს. 63 ნომრიანი სასტუმროში, საკონფერენციო დარბაზი და სპა ცენტრიც იქნება განთავსებული. სასტუმრო 3 ვარსკვლავიანია.

„ ეს იქნება ერთერთი პირველი ეკო სასტუმრო თბილისში, მისი სახურავიც კი ბალახით არის დახურული" აცხადებს ალავერდაშვილი. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო კერძო ინვესტიციით შენდება თუმცა თანხა არ კონკრეტდება.

მეიდან ჯგუფი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, დაარსებული 2000 წელს. კომპანია გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია ძველი თბილისის ტერიტორიაზე.

კომპანიის მიზანია თბილისის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციების და ახალი პროექტების განხორციელება არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებით.მეიდან ჯგუფის მართვაშია დღეისათვის სამი ბიზნეს ცენტრი ქ.თბილისში: "მეიდან პალასი", "მანთაშევის სავაჭრო რიგები" და ე.წ. "დიპლომატთა სახლი".


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.