ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ- არაბული კომპანია საგურამოში მინი-ქალაქს ქმნის.
17 ოქტომბერი, 2016

 Georgian Ventures & Investment Ltd (GVI), და არაბული Salim Ali Al Shamsi Real Estate- ის ერთობლივი პროექტის მიხედვით Saguramo Gardens-ი 35 ჰექტარზე განთავსდება. პროექტი 450 საცხოვერებელ ვილას, საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო ცენტრს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, გამაჯანსაღებელ კურორტს და დასასვენებელ პარკს, მინი გოლფ მოედანს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, აუზს, საბავშვო ზონას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს და თემატურ პარკს მოიცავს, რომელიც პატარა ტბებისგან, ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩებისგან და ხილის ბაღებისგან შედგება.აქვე განთავსდება საქორწილო დარბაზი.როგორც პროექტის მენეჯერი აქბარ ქურეში რადიო "კომერსანტთან" აცხადებს, კომპანია ყოველთვის განიხილავს ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზრებზე, მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა და არსებობს დიდი პოტენციალი სწორედ ამიტომ გადაწყდა ინვესტიციის განხორციელება. არაბული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით პროექტი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

კომპანიის განმარტებითვე, პროექტი საქართველოს ბუნებრივ სილამაზეს, ტრადიციებს და კულტურას აერთიანებს და ძირითადად მისი სამიზე საერთაშორისო კლიენტები შუა აღმოსავლეთიდან და ევროპიდან არიან. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია დუბაიში მიმდინარე წლის მაისში მოხდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აპრილში დაიწყო. 

ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ადგილზე კომუნიკაციების გაყვანა ხდება. ინვესტიციის მოცულობა კონფიდენციალურია თუმცა ინვესტორი კომპანია წერს, რომ ეს არის მეგა - პროექტი. მისი განხორციელება რამდენიმე ფაზად მოხდება.მსურველებისთვის დაწყებულია გაყიდვებიც. მინი ქალაქში სულ 5 ათასი მაცხოვრებელი იქნება . ამას ემატება, კომერციული და საოფისე ფართები.

რაც შეეხება თავად კომპანიებს - არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate-1990 წელსაა დაფუძნებული, აქამდე კომპანიას პროექტები ძირითადად არაბეთში აქვს განხორციელებული. როგორც არაბული კომპანია  საკუთარ ვებ-გვერდზე აღნიშნავს საქართველო პროგრესული ქვეყანაა. ბოლო 5 წელია ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად ითვლება და აქ ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივი და უსაფრთხოა ევროპაში.

Georgian Ventures & Investment Ltd კი საინვესტიციო კომპანიაა."საგურამო გარდენსის" გარდა ის ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელ კურორტს ქმნის, რომელიც მათი განმარტებით 20 კარგად განვითარებული ნომრისგან შედგება და მომხმარებელს უნიკალურ სერვის შესთავაზებს. ეს იქნება 4 სეზონზე გათვლილი კურორტი. კომპანია მომავალში საქართველოში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტების ქსელის განვითარებას გეგმავს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.