ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არაბული Green Valley საქართველოში მასშტაბური პროექტების დასაწყებად ემზადება
20 ოქტომბერი, 2016

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- თბილისსა და ბათუმში პროექტების დაწყებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც კომპანიაში რადიო „კომერსანტს" განუმარტეს, ტაბახმელაში Green valley city-ს პროექტთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის შეთავაზებაც დაწყებულია. თუმცა კომპანიაში კონკრეტული ვადების შესახებ  ვერ საუბრობენ.

თბილისის პროექტი, „მწვანე ქალაქის" შექმნას გულისხმობს და შედგება ვილების და აპარტამენტებისგან. კომპანიის მეორე პროექტი კი ორი 21 სართულიანი თაუერის მშენებლობაა ბათუმში, რომელიც აპარტამენტებს, ოფისებს და მაღაზიებს მოიცავს. პროექტების საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.

Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან. პროექტი 10 შენობას მოიცავს, მთლიანობაში 510 საცხოვრებელ განყოფილებას, სტუდიოს ტიპის ერთ და ოროთახიან აპარტამენტებს. აქ ასევე იქნება კერძო საცხოვრებელი ზონა, სადაც განთავსდება ლაქშერი ვილები.

არაბული კომპანიის წარმომადგენლების  განმარტებით, Green Valley City -ში დაინერგება მაღალი ხარისხის რეკრეაციული სერვისები, პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.

ბათუმის „ტყუპი თაუერების" პროექტი კი, კომპანიის განმარტებით, ბათუმში ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტი იქნება. ის შედგება ორი თანამედროვე დიზაინის თაუერისგან, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც სიდიდით მეორე იქნება ბათუმში. თაუერებს საკუთარი სანაპირო ექნება ზღვაზე და ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დამოუკიდებელი სანაპირო ექნება საქართველოში.

პროექტის განმარტებაში კომპანია წერს, რომ ის მდებარეობს ბათუმის ცენტრში ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან ახლოს. თაუერებში იქნება დასავლური და აღმოსავლური რესტორნები, შენობებს ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბი დააკავშირებს. მათ შორის დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამას გარდა, იქნება დახურული აუზი, სპორტული დარბაზი, საუნა-ჯაკუზი. კვადრატული მეტრის ფასი კი 1300-1500 დოლარითაა განსაზღვრული.

                                                    


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.