ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
,,ძველი მეიდანი’’- მოგზაურთათვის მშვენიერი თავგადასავალი...
20 ოქტომბერი, 2016

სასტუმრო 3+ , ასე მოიხსენიებენ სტუმრები მეიდანზე არსებულ სასტუმრო „ძველ მეიდანს“. „ძველი მეიდანი“ ნამდვილი ბუტიკია. მყუდრო, ქართული ინტერიერითა და სტანდარტული ევროპული ოთახებით. ბიუჯეტურ, სტანდარტულ, დელუქსებსა და ლუქსთან ერთად, სასტუმროს გააჩნია ოთახი შშმ პირებისთვის.„ძველი მეიდნის“ ინტერიერი ზომიერადაა გაჯერებული ვინტაჟური ძველებური ნივთებით, მათ შორის არის  თეკლა ბატონიშვილის სასახლის კარი. სასტუმროში შესვლისთანავე ულამაზეს ნოხებითა და მუთაქებით გაწყობილ მისაღებს   ძველი თბილისის სამყაროში შეყავხართ..შენობა  ულამაზესი აივნებითაა გარშემორტყმული, საიდანაც  განსაკუთრებული ხედი იშლება, ხელის გულზეა ნარიყალა, მეტეხი, შარდენი... ბლოგერებისთვის შთაგონების წყაროა, ხოლო მოგზაურთათვის მშვენიერი თავგადასავალი. სხვა მეზობელი სასტუმროებისგან განსხვავებით, „ძველი მეიდნის“ ტერასიდან ყველაფერი ძალიან ახლოა, თუმცა სტუმარს ხმაური იშვიათად აწუხებს. ღამის ცხოვრება და მომხიბვლელობა მეიდნის სტუმრებს კვლავ და კვლავ დაბრუნებას აიძულებს. ბევრი მოგზაური ამ თბილ, ოჯახურ სასტუმროს უკვე თავის თბილისურ სახლად აღიქვამს. სიმყუდროვეს ხელს უწყობს ისიც, რომ ტერასა უცხო პირთათვის დაკეტილია, მასზე მხოლოდ სტუმრები და სტუმრების სტუმრები იკრიბებიან.. შეუდარებელია დილის საუზმე ღია ცის ქვეშ,  წვიმიან დღეს გადახურულ ტერასაზე   ჭიქა გლინტვეინიკი  სულ სხვა „ტფილისს“ გაზიარებს... აქ ძველი თბილისის სურნელია, გული და სული, ამიტომ უყვართ მეიდანზე დღეობების, იუბილეებისა და სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა. დახვეწილი კერძები, დახვეწილი მუსიკა, ძველი თბილისის საუკეთესო ხედები, ვახშამი სანთლების შუქზე... ამას შეიძლება სხვაგანაც შეხვდეთ, მაგრამ „ძველ მეიდანში“ ყველაფერს სხვა განსაკუთრებული, თბილისური ლაზათი აქვს...

რა წარმატებებს და ჯილდოებს ფლობს თქვენი სასტუმრო.? მიღებული ჯილდოებიდან ისევ და ისევ მომხმარებელთა შეფასებები შეგვიძლია დავასახელოთ. ისეთ ონლაინ გაყიდვების საიტზე, როგორიცაა, Booking.com, სასტუმროს რეიტინგი 300-ზე მეტი გამოხმაურების მიუხედავად, 9.1-ია. ადამიანები, რომლებმაც ასეთი შეფასება მოგვცეს, ბრუნდებიან სასტუმროში, აგზავნიან მეგობრებს, ოჯახის წევრებს და საოცრად მადლიერები, უკვე სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალულები მოგვიხსენიებენ სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებსა თუ პრივატულ საუბრებში. იმედი გვაქვს, „ძველი მეიდანი“ დამსახურებულად გაიმარჯვებს ნომინაციაში „საუკეთესო ბუტიკ სასტუმრო“.

რა პრობლემებს აწყდებით თქვენს ბიზნესში და რა გზებით ცდილობთ მათ მოგვარებას? ბუტიკ სასტუმროები, როგორც წესი, მრავალ პრობლემას აწყდებიან კადრების მოძიებასა და გადამზადებასთან მიმართებაში. ძირითადად,  ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრი ცდილობს მოხვდეს შედარებით მომცრო სასტუმროში, დახელოვნდეს, შეისწავლოს თავისი საქმე და ამის შემდეგ გადავიდეს უფრო მასშტაბურ ან ბრენდულ სასტუმროებში. ეს მუდმივ ცვლილებას იწვევს და აღნიშნული პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს. ხშირი ცვლა კადრების მოტივაციაზე ცუდად მოქმედებს და მათი მოტივი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ზრდაა და არა სასტუმროსადმი ერთგულება. რა თქმა უნდა, პროფესიონალები უნდა გაიზარდონ და „ძველი მეიდანი“ ამაში ყველანაირად ხელს უწყობს მათ, თუმცა ამ კადრების შენარჩუნება რთული ხდება  პატარა ზომის სასტუმროებისთვის. ასევე პრობლემაა კლასიფიკაცია, სტანდარტიზაცია, საგადასახადო სისტემა, ყველა ის თემატიკა, რომელიც აქტუალურია სასტუმროს მართვის პრობლემატიკის თვალსაზრისით.

რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებამგვარი დაჯილდოებები სტიმულია ყველა სასტუმროსთვის, ბრენდულია თუ არაბრენდული, საშუალოა თუ მსხვილი. სასიამოვნოა, როცა შრომა ფასდება, გაწეული სერვისი აისახება სტუმართა და პარტნიორთა გამოხმაურებებში, გაყიდვები მატულობს და ყველაზე მთავარი - ნდობა იზრდება როგორც ამგვარი კონკურსების მიმართ, ასევე სტუმართა მხრიდან სასტუმროების მიმართ.

როგორ შეაჯამებდით 2016 წლის ტურისტულ სეზონსზაფხულის სეზონმა უდავოდ გააამართლა  მოლოდინები.ქვეყანაში იყო ვიზიტორთა მატება  წლიური 8%-ზე მეტი ზრდა სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი სტატისტიკა იმ ფაქტის მანიშნებელია, რომ 2025 წლის გეგმები, რომლებიც მოყვანილია ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში, შესაძლოა გადაჭარბებითაც შესრულდეს და მოლოდინების ზღვარს გაცდეს.  


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.