ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაშოლტვით თევზაობა Fly Fishing საქართველოში ნელა ნელა ტურიზმის ახალი მიმართულება ხდება
01 ნოემბერი, 2016

2015 - 2016 წლებში სულ მეტი უცხოელი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ მიმართულებისათვის.

საქართველოში 26 000 მდე მდინარეა და მათი ძირითადი ნაწილი მთიდან მოედინება. ქვეყანა გამორჩეულია უნიკალური ველური ბუნებით, სილამაზით და მდინარეებით რაც რა თქმა უნდა  დიდი უპირატესობაა. 

პირველი რასაც ჩვენი სტუმრები აღნიშნავენ ეს ბუნება და სილამაზეა მაგრამ თევზის რაოდენობას და ზომებს
იწუნებენ. სამწუხარო რეალობაა.

2016 წლიდან კლუბის დიდი ხნის ოცნების პროექტი (ნაკადულის კალმახის გამრავლება) ახალ ფაზაში შევიდა. 
გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის და ეროვნული საშენი მეურნეობის გაერთიანების შედეგათ, ნაკადულის კალმახის 
გამრავლების პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო. ამისათვის უღრმესი მადლობა გარემოს დაცვის სამინისტროს და ეროვნულ საშენ მეურნეობას.

როგორც ვიცით თევზაობის ამ მიმდინარეობას მილიონობით მიმდევარი ყავს მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი მეთევზეები მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში და მათი ძირითადი ინტერესი ლამაზ ბუნებაში ლამაზი თევზის დაჭერაა.

ბოლო 2 წელია მეთევზე ტურისტებისაგან მესმის მათი განსხვავებული მოთხოვნა: "ჩვენთვის მთავარია ველურ და ლამაზ ბუნებაში  თევზაობა და თევზის სიდიდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს" აქ უკვე ჩვენს ქვეყანას უნიკალური შანსი აქვს დაიკავოს მოწინავე ადგილი ამ მიმართულებაში.

მთიან ადგილებში უცხოელების სტუმრობა რა თქმა უნდა გამოაცოცხლებს ადგილოვ მოსახლეობას.
შეიცვლება ხედვა კალმახის მიმართებაში (რატომ შევჭამოთ და მოვსპოთ როცა შეიძლება მეტი სარგებელი ვნახოთ) 

საწყის ეტაპზე ჩემი აზრით უპირატესობა აქვს დაცულ ტერიტორიებს სადაც მდინარეც უნიკალურია და ბუნებაც.
სხვა მდინარეებთან შედარებით რა თქმა უნდა კალმახის სიმრავლეც აღსანიშნავია.
სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა კლუბს და დაცულ ტერიტორიებს შორის, ნოვატორული შეთანხმება. 
დაცული ტერიტორები გაშოლტვით მეთევზეებს მიიღებს. საწყის ეტაპზე შერჩეულია მტირალას და კინტრიშის ეროვნული პარკი.

დღეს უკვე ამ ადგილებში თუ თევზის ზომა საშუალომდე გაიზრდება, საკმაოდ მოთხოვნადი გახდება.
საქართველოში უამრავი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს, ესეც რა თქმა უნდა ჩვენი სეგმენტია. 
გაიზარდა მოთხოვნა ასეთი ხალხისადან, საელჩოებიდან, უბრალოდ ტურისტებიდან ვინც შორიახლოს ისვენებს და დიდი სიამოვნებით გაატარებს 1-2 დღეს ასეთ სილამაზეში. 

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით იმის იმედათ რომ რამოდენიმე წელიწადში საქართველო გახდება სპორტული თევზაობის ერთ ერთი მოწინავე ქვეყანა რაც რა თქმა უნდა ქვეყის შიგნით ამ მიმართულებას ავტომატურად უფრო განავითარებს.

პატივისცემით შოთა ჯოხაძე Georgian Fly Fishing Club. 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.