ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullmani და ვერტოდრომი თბილისში
04 ნოემბერი, 2016
სააქციო საზოგადოება  აქსის თაუერსსმა მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels and Resort-თან ხელშეკრულება  გააფორმა. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე  „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. კონტინენტური ევროპის, უმსხვილეს ფრანგულ  ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი,   5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.  სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.
საცხოვრებელი კოშკის კარკასის მშენებლობა სრულდება აგვისტოს ბოლოს. სექტემბრიდან დაიწყება ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. საცხოვრებელი კოშკის ფასადი მოპირკეთდება, იტალიური წარმოების,  ბუნებრივი გრანიტის, თეთრი ქვით. ხოლო შუშის კოშკი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი და A კლასის ოფისები განთავსდება, Saint Gobein-ის წარმოების, დაბალემისიური მუქი მინით. Axis Towers-ის სახურავზე მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, საიდანაც მსურველები შეძლებენ გადაფრინდნენ სათხილამურო ან საზღვაო კურორტზე.
 
წყარო : Axis Towers

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.