თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩილის მონასტერთან და ჟებოტას ამაღლებისკომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერბურჭულაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთანდა არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიდათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისიღირებულება 3 მილიონამდე ლარია.
არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, ამდროისთვის, უკვე დაგებულია 4800 მ ასფალტის საფარი. ხოლო, ჟებოტას ამაღლებისკომპლექსთან მისასვლელი 1222 მ - იან გზაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელისამუშაოები და მალე ასფალტის დაგება დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოშიშესასვლელებისა და ავტო სადგომის მოწყობა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერშიდაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება