ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება - «ფოთი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება»
15 ნოემბერი, 2016

ირანულ-ამერიკული საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი" ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას გეგმავს. როგორც ფოთის მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, „არიკ ჯგუფის" წარმომადგენლები ფოთში რამდენჯერმე იყვნენ ჩასულები , შეისწავლეს ტერიტორია და საკითხის დამუშავება ხდება. „ საუბარის არის მალთაყვას ტერიტორიაზე, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე 5 მაღალი კლასის სასტუმროს აშენებაზე, კომპანიამ დეტალურად შეისწავლა ტერიტორია და პერსპექტივაში გეგმავს მშენებლობას, თუმცა კონკრეტულ თარიღებზე ვერ ვისაუბრებ" - აცხადებს გრიგოლია. მისივე თქმით, ელოდიან კომპანიის წარმომადგენლების კიდევ ერთ ვიზიტს.

ნიკა გრიგოლია ამბობს, რომ ჯერ მიწის შესყიდვის საკითხი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა კომპანიის ინტერესი საკმაოდ მაღალია.

გრიგოლიას ინფორმაციითვე, ზოგადად ფოთი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება, მერიის ინიციატივით დაწყებულია სანაპირო ზოლის განვითარება, რაზეც პირველ ეტაპზე 5 მილიონი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის გაყვანას და 350 მეტრი ბულვარის მოწყობას ნოემბერში დაასრულებს. მერიამ შემდგომი განვითარებისთვის ბიუეჯტიდან თანხები უკვე გამოითხოვა და პროცესი გაგრძელდება. ამას გარდა, თურქული კომპანია ფოთში ტექსტილის ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს.

„არიკ ჯგუფმა" სამეგრელო-ზემო სვანეთში ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტის განხორციელების მიზნით მემორანდუმი მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა. მაშინ „არიკ ჯგუფის"პრეზიდენტმა აფრაზ რავარიმ განაცხადა, რომ კომპანიას კახეთში უკვეს აქვს ინვესტიცია განხორციელებული და სოფლის მეურნეობის კუთხით მოღვაწეობს და ახლა ინტერესი სამეგრელოში აქვს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.