ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
19 წლის მეღვინე საფერავში დაძველებულ ყველს და ღვინოს ექსპორტზე გაიტანს
17 ნოემბერი, 2016

19 წლის ჯემალ ხატიაშვილმა ახალი ბრენდი, "ბუტრანა" შექმნა. "ბუტრანა" აერთიანებს ღვინოსა და ყველის პროდუქტს. ახალგაზრდა მეღვინე მის მიერ ჩამოსხმულ საფერავში ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აძველებს. 

როგორც ხატიაშვილი my rest-თან საუბრისას აცხადებს, ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველად დაწურა ღვინო: „შემდეგ, ეს ღვინო დაძველდა, სამი წლის შემდეგ გავხსენი და აღმოჩნდა, რომ ძალიან გემრიელი იყო. ეს ნამდვილად გახდა პირველი სტიმული, რომ ღვინო ჩამომესხა ბოთლებში და ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა ჯემალ ხატიაშვილმა.

"ბუტრანას" მიერ წარმოებული ყველი იაფი არ ღირს, რადგან, როგორც ხატიაშვილი ამბობს, „ყველის წარმოება ძალიან შრომატევადია და იმდენად ძვირია, რომ ფასიც მაღალი აქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ყველს ვაძველებთ საფერავში, დაახლოებით, 40 დღე".

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას, ხატიაშვილის თქმით, „ახლა არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ხელისუფლებისგან. პოპულარიზაციაში ხელს გვიწყობენ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ყველის ფესტივალი ჩატარდა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო", - განაცხადა ხატიაშვილმა.

„ბუტრანას" პროდუქცია რამდენიმე სეპერმარკეტში იყიდება, მათ შორის, მცირე ზომის მაღაზიებში, რომლებიც ტურისტულად გადატვირთულ ადგილებში მდებარეობს.

„გაზაფხულიდან მინდა, რომ დავნერგო ევროკავშირის სტანდარტი ქარხანაში. "ჰასპის" სტანდარტის დანერგვის შემდეგ მივმართავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ პირველად ღვინო და ყველი ერთად გავიტანო საზღვარგარეთ", - განაცხადა ჯემალ ხატიაშვილმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.