ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2016 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს
18 ნოემბერი, 2016

2016 წელს იანვრიდან სექტემბრამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა 956 მილიონ ტურისტი მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა. საინტერესოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2016 წელს 4%-იანი ზრდა (34 მილიონი ადამიანით მეტი) დაფიქსირდა.

ტურიზმის ზრდა განსაკუთრებით აზიაში (+9%) შეინიშნება. მათ შორის გამოსაყოფია სამხრეთ კორეა (+34%), ვიეტნამი (+36%), იაპონია (+24%) და შრი-ლანკა (+15%). შედარებით მცირე ზრდა შეინიშნება ევროპაში (+2%). აფრიკაში 8%-იანი ზრდაა, სამხრეთ ამერიკაში 7%-იანი, ცენტრალურ ამერიკაში 6%-იანი, ხოლო ჩრდ. ამერიკაში კი 4%-იანი.

„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თუმცა ტურიზმი გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. შესაბამისად, ტურიზმის სექტორმა მთავრობასა და სხვა სტეიკჰოლდერებთან ერთად რისკების შესამცირებლად უნდა იმუშავოს, რათა ტურისტებს მეტი უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ. საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება, რათა უსაფრთხოება და დაცულობა მეტად გარანტირებული იყოს," განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.