ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციფრული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია | Touch - ის სრული ვერსია
21 ნოემბერი, 2016

როგორ გამოვიყენოთ ციფრული რესურსები ტურიზმის მიმართულებით? როგორ შევქმნათ და განვავითაროთ ბრენდი, გავზარდოთ გაყიდვები ინტერნეტის საშუალებით ან შევქმნათ მედია ტრენდი? ციფრული რესურსების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს, თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში  ჩატარდა, ციფრული მარკეტინგის კონფერენციას, სახელწოდებით TOUCH.

 

ღონისძიება, ამ მიმართულებით, საქართველოში პირველად გაიმართა და ტურიზმისა და სასტუმროების ბიზნესის სფეროს, სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის, სოციალური მედია მენეჯერებისა და მარკეტერებისთვის ახალი შესაძლებლობაა. კონფერენციის მიზანია, მონაწილეებმა შეძლონ ისეთი ციფრული ტენქოლოგიების ეფექტური გამოყენება, როგორებიცაა: აპლიკაციები, სოციალური მედია, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმები, საინფორმაციო არხები და ა.შ.

მოწვეულმა სპიკერებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარს  წარმატებული ისტორიები, ბიზნეს გადაწყვეტილებები და გასცეს პასუხები მონაწილეთა შეკითხვებს:

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე

Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი – დიმიტრი შილიუკი

National Geographic-ის ფოტოგრაფი – ვიქტორ ლაგუშკინი

Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი – კაი ვიჩმენი

სოციალური მედიის მენეჯერი – ანა სამპაიო ბაროში

ფოტოგრაფი და მოგზაური – აურელიან ბატინი

პროექტი ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა და მას ყოველწლიური სახე ექნება.

პროექტის სპონსორები გახლდათ AtlasglobalFabrika • ფაბრიკაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრობარბარესთან • Barbarestanსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITAვისმინო •  visminoპორტ:80 .

წყარო:




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.