«მთის კურორტების განვითარების კომპანიასა» და ფრანგულ კომპანია «კომპანი დეზ ალპ»-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტების მმართველი ფრანგული კომპანია ,,კომპანი დეზ ალპ’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ბაკურიანისა და გუდაურის საბაგირო გზების, სასრიალო ტრასების მომზადების, სამაშველო და მარკეტინგის სამსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
გაცვლითი პროგრამა ერთწლიანია და დასრულდება 2017 წელს.
2016 - 2017 წლებში დაგეგმილია ფრანგი ექსპერტების სამი ვიზიტი გუდაურსა და ბაკურიანში:
-
2016 წლის ივნისი - ზამთრის სეზონის შემდგომი სარემონტო სამუშაოების შემოწმება.
-
2016 წლის ნოემბერი - ზამთრის სეზონის წინა მოსამზადებელი სამუშაოების შემოწმება.
-
2017 წლის იანვარი - ზამთრის სეზონის დროს სამუშაო პროცესის შემოწმება. “კომპანია დეზ ალპის”წარმომადგენელთა ვიზიტი ბაკურიანსა და გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან საფრანგეთის ალპების ცნობილი კურორტების სასრიალო გზების მომზადების, საბაგიროების, თოვლსატკეპნი ტექნიკის, ხელოვნური გათოვლიანების და მარკეტინგის სპეციალისტები: ფრედერიკ მარიონი, ივ ბუაიე, კარინ ჰენროტელი, მაგალი ლონკამპი, ტიერი ფორი. „კომპანია დეზ ალპის“ ექსპერტების საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ სამთო-სათხილამურო კურორტების ბაკურიანისა და გუდაურის საბაგიროების, სასრიალო გზების მომზადების, სამაშველო და მარკეტინგის სამსახურების ფუნქციონირების, კურორტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ზაფხულის სეზონის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შეფასება.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სამთო სათხილამურო კურორტ ბაკურიანში სასრიალო გზების და საბაგიროების ზამთრის სეზონისთვის მომზადებაზე.
ყურადღება გაამახვილა ბაკურიანთან ერთად მიტარბის ახალი საბაგიროების გამშვები სადგურების მშენებლობის, ახალი სათხილამურო გზებზე გამაფრთხილებელი და საინფორმაციო ნიშნების განთავსების და თოვლსატკეპნი ტექნიკის გამოყენების მნიშვნელობაზე, აქცენტი გაკეთდა ბაკურიანის, როგორც სპორტული ღონისძიებების ჩატარების პოტენციალის მქონე კურორტზე და ამ კუთხით ფრანგული გამოცდილების გაზაირებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბაგიროების, სასარიალო გზების, თოვლსატკეპნი ტექნიკის მდგომარეობის შეფასებას. ფრანგულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიღწეული შედეგები. ქართველმა და ფრანგმა მენეჯერებმა ასევე ისაუბრეს კურორტებზე პროცედურების დანერგვის მნიშვნებლობაზე, განხილულ იქნა სამომავლო გეგმები კურორტების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვის კუთხით.
აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ჯგუფი ირაკლი ჭირაქაძე, ზურაბ ენჯიბაძე, თეიმურაზ გამცემლიძე, ლევან გეგეშიძე, ირაკლი პეტრიაშვილი კონსტანტინე ქადაგიძე, ალექსანდრე კიკაბიძე, მირანდა აღაპიშვილი.