ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჟურნალ National Geographic Traveler-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს
25 ნოემბერი, 2016

 

ჟურნალ National Geographic Traveler-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს.

ელექტრონული ხმისმიცემა National Geographic-ის რუსულენოვან საიტზე www.nat-geo.ru 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა.

ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" 19 ქვეყანა მონაწილეობდა.

გამოვლინდა 3 ფინალისტი:

  1. საქართველო,
  2. შრი-ლანკა 
  3. ირანი

ხმების 18%-ით საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

დაჯილდოების ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა, პრიზი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომელს ამირან ივანიძეს გადასცეს.

National Geographic Traveler-ის გასტრონომიული ტურიზმის ნომინაციაში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილზე გასულმა ჩინეთმა ხმების 18% მიიღო, საქართველომ კი- 17.9% მე-3 ადგილი იტალიამ დაიკავა. #ტურიზმი #ეკონომიკა


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.