ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კამპანია «გახდი სომელიე» იწყება
25 ნოემბერი, 2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და თბილისის ღვინის სკოლა ერთობლივ კამპანია „გახდი სომელიე“ იწყებენ. ღონისძიების შესახებ საზოგადოებას დეტალები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნეს. 

სომელიეს სერტიფიცირებული კურსების მსმენელები არიან HoReCa-ს (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) და ტურიზმის სექტორში მომუშავეები, ღვინის ბიზნესის დაწყების მსურველები და ასევე ღვინის სექტორში დასაქმებულები, თუ მოყვარულები. განახლებული პროგრამა 6 თვეს გასტანს. ლექციები ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მსმენელებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის (GSA) ეროვნულ და WSET-ის შესაბამისი დონის საერთაშორისო გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათ “სომელიე”-ს ან “ასისტენტ სომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale (A.S.I.) წევრია 2014 წლიდან.

კამპანია „გახდი სომელიე“ უკვე მეორედ ტარდება. 2015 წელს სომელიეს სერტიფიცირებული კურსი 80-მა მსმენელმა გაიარა, რომელთაან 21-მა მიიღო „სომელიეს“ ან „ასისტენტ სომელიეს“ სტატუსი.

თბილისის ღვინის სკოლის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, “აჭარა ჯგუფი” და სასტუმრო „რუმსი“.

 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.