გოდერძის სამთო – სათხილამურო კურორტზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება. კურორტზე არის 3 სათხილამურო ტრასა, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVACED-დახრილობა 40%. ფუნქციონირებს 2 საბაგირო, 1 გონდოლას ტიპის, 1 ბაბლი - 6 კაციანი. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 2366 მეტრია.
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე“ 7 სასტუმრო კოტეჯი ფუნქციონირებს. ამასთან 2016 წელს საძირკველი ჩაეყარა და მიმდინარეობს დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.