ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ხელშეწყობა ფიქტიური კომპანიების მეშვეობით
07 დეკემბერი, 2016

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რაოდენობით თანხებს ხარჯავს საქართველოს მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზების მიზნით, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

თუმცა, ის, თუ როგორ იხარჯება ამ თანხების ნაწილი, კითხვის ნიშნებს აჩენს პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვის თვალსაზრისით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას (GNTA) ბოლო თვეების განმავლობაში 1,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული რამდენიმე ფიქტიურ კომპანიასთან, რომელთა ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.108

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონტრაქტები დადო რამდენიმე კომპანიასთან საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეო ფილმების გადასაღებად და მათი უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ტელეარხებზე განსათავსებლად. ყველა ეს კონტრაქტი სატენდერო კონკურსის ჩატარების გარეშე გაფორმდა - ზოგიერთ შემთხვევაში კომპანია, რომელიც საქართველოს სამთავრობო უწყების მომსახურებას უზრუნველყოფდა, კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე იყო დაფუძნებული.

2016 წ. თებერვალში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 580 000 აშშ დოლარის ღირებულების სამ კონტრაქტს მოაწერა ხელი კვიპროსზე რეგისტრირებულ ფიქტიურ კომპანია - Teenspirit Ventures LLC-სთან. სააგენტომ კომპანია დაიქირავა სარეკლამო რგოლის მოსამზადებლად, რომელიც ბელარუსის 1-ელ და უკრაინულ ტელეარხებზე: ინტერი და 1 + 1 განსათავდება.109 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევით გამოიკვეთა, რომ Teenspirit Ventures LLC ე. წ. ფიქტიური კომპანიაა.110

მას ადრე Niviestro Ventures ერქვა, მას Teenspirit Ventures მხოლოდ 2015 წ. ოქტომბერში ეწოდა.111 ფიქტიური კომპანიები ხშირად გამოიყენება კორუფციისა და ფულის გათეთრების მიზნით; 2016 წ. მარტში სააგენტომ 675 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ოთხ მსგავს კონტრაქტს მოეწერა ხელი კომპანია - Newfair Services L.P.-სთნ დიდ ბრიტანტში რეგისტრებულ კომპანიასთან. კომპანიას ტურისტული პროგრამები უკრაინულ ტელეარხ STB-ზე, რუსულ ტელეარხ: CTC, „პიატნიცა“ და „მაია პლანეტაზე“ უნდა განეთავსებინა.112

Newfair Services L.P. მხოლოდ 2015 წ. ნოემბერში დაარსდა - ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კონტრაქტის გაფორმებამდე ოთხი თვით ადრე.113 Newfair Services L.P. -ის მფლობელები არიან Vectorex Inc და Geotrans Inc, კარიბის კუნძულ დომინიკაზე დაარსებული ორი ფიქტიური კომპანია - Newfair Services-ის საბოლოო მფლობელები ფიქტიური ოფშორული 45 კომპანიების გაუმჭვირვალე ქსელის უკან იმალებიან.

Newfair Services L.P.- ის არაფრით გამორჩეული ვებგვერდი 2016 წელს იანვრის ბოლოს დარეგისტრირდა უკრაინულ მისამართზე კიევში.114 2015 წ. დეკემბერში ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა Gralane Invest LLP-სთან, რომელიც ბირმინგემში, დიდი ბრიტანეთი, არის დაფუძნებული. კონტრაქტის ღირებულებაა 151 000 აშშ დოლარი და მისი მიზანია ერთი პროგრამის, სახელწოდებით “Ruso Turisto”, წარმოება რუსული ტელეარხისათვის CTC. Gralane Vest LLP-ი ეკუთვნის CEO Corona LTD-ს (მარშალის კუნძულები) და Federal Properties Limited-ს (ბელიზი), რაც კომპანიის ფაქტობრივი მფლობელების დადგენას შეუძლებელს ხდის.115 Gralane Invest LLP-ი ასევე ფიქტიური კომპანია უნდა იყოს. იგი 2004 წელს დაფუძნდა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში არანაირი საქმიანობა არ დაუფიქსირებია. დიდი ბრიტანეთის კომპანიების რეესტრში წარდგენილი 2008 – 2014 წწ. წლიურ ანგარიშებში კომპანია არანაირ ბრუნვას არ აჩვენებს და მისი ფულადი სახსრები მუდმივად ორ ფუნტს შეადგენს.116

სააგენტოს მიერ დაქირავებული სამივე კომპანიას აქვს საერთო ნიშანი: მათ არ აქვთ ფაქტობრივი ვებგვერდი და არ ფიქსირდებიან სოციალურ მედიაში - ბუნებრივია, ეს გარემოება მათ მაღალპროფესიონალურობასა და მედიისა და სარეკლამო მომსახურების სფეროში მათ ავტორიტეტულობაზე არ მეტყველებს. კიდევ ერთი მსგავსება ის არის, რომ სამივე კონტრაქტორს საბანკო ანგარიშები ლატვიის ბანკებში, კერძოდ რიგაში, აქვთ: Gralane Invest LLP-ს საბანკო ანგარიში აქვს AS Meridian Trade Bank-ში, Teenspirit Ventures-ს - Norvik Banka-ში და Newfair Services L.P.-ს - ABLV Bank-ში - ამ ბანკს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ფიქტიური კომპანიები იყენებდნენ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე სერიოზულ კორუფციულ სკანდალთან იყვნენ დაკავშირებული.

2014 წელს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა 786 000 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს Plaske SA-სთან. ეს კომპანია ჟენევაში, შვეიცარია, არის რეგისტრირებული და მისი დანიშნულებაა უკრაინაში ონლაინ, გარე და სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის წარმოებაა.

საქართველოს შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, Plaske SA-მ განახორციელა იმ მომსახურების მიწოდება, რისთვისაც იქნა დაქირავებული.117 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ მათ ზემოხსენებულ კომპანიებთან კონტრაქტები მხოლოდ იმიტომ გააფორმეს, რომ ისინი აწარმოებდნენ შოუებს, რომლებშიც სააგენტოს სურდა რეკლამის განთავსება.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტილი, კონტრაქტები გააფორმოს ზოგიერთ ბიზნესის კეთების დადასტურებული გამოცდილების არმქონე მეტად გაუმჭვირვალე კომპანიასთან, პირდაპირ არ ამტკიცებს კანონიდან გადაცდომას, თუმცა აღნიშნული პრაქტიკა კორუფციისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მაღალი რისკის მატარებელია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოაღნიშნულ სუბიექტთა ბენეფიციარი მესაკუთრეები, დიდი ალბათობით, ფიქტიური კომპანიების ფარს არიან ამოფარებულნი. სააგენტოს მიერ სარეკლამო მომსახურებაზე კონტრაქტების გაფორმების სტილი როგორც მინიმუმ იმაზე მეტყველებს, რომ ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციისათვის განკუთვნილი ქართველი გადასახადების გადამხდელთა ფული უფრო გამჭვირვალედ და ეფექტურად შეიძლებოდა დახარჯულიყო - ზედმეტი შუამავლების გარეშე საქმიანი რეპუტაციის მქონე კომპანიების დაქირავებით.

წყარო:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.