ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის გამოფენაში IBTM World მიიღო მონაწილეობა
08 დეკემბერი, 2016

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქალაქ ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის გამოფენაში IBTM World მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ადმინისტრაციასთან ერთად რვა კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი. IBTM-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებსა და სხვადასხვა კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის კუთხით არსებული შესაძლებლობები და რესურსები. პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრები ბარსელონაში ქართულმა კომპანიებმაც გამართეს . 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია IBTM World-ის გამოფენაზე განახლებული ფორმატის სტენდითა და საპრომოციო მასალებით იყო წარმოდგენილი. გამოფენის განმავლობაში, ასევე გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. 

IBTM World ერთ-ერთი უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენაა, რომელიც ქ. ბარსელონაში ყოველწლიურად იმართება.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.