ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრენინგი « ტურისტული ადგილების მართვა და მარკეტინგი » გურიის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის
21 დეკემბერი, 2016
15-17 დეკემბერს ქ. ოზურგეთში, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” (IBDIPC) ორგანიზებით ტურიზმის სტეიკჰოლდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი “ტურისტული ადგილების მართვა, მარკეტინგი და ინტერნეტ პრომოუშენი”. ტრენინგი ჩატარდა IBDIPC-ის პროექტის “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ანხორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
 
ტრენინგს ესწრებოდა სამთავრობო (მუნიციპალიტეტები, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია) და გურიის რეგიონში ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგი ჩატარდა მედეა ჯანიაშვილის (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე) და ვაკო აფხაზავას მიერ (კომპანია “შინდი” )
 
ტრენინგის ძირითადი თემატიკა - ტრენინგი/ვორქშოფის ძირთადი თემატიკა ფოკუსირებული იყო რეგიონისთვის ტურიზმის სექტორის სოციალურ-ეკონომიკური მნიშნველობა, ტურისტული ადგილების დაგეგმვის და მართვის საკითხები, ტურისტული დესტინაციის მარკეტინგის საკითხები და ა.შ. ასევე ინტერნეტ და სოციალური მედია მარკეტინგის სპეციფიკა და მნიშნველობა ტურიზმის სფეროში.
 
ტრენინგის დროს, მონაწილეებთან ერთად განხილული იყო ის ძირითადი საკითხებიც, რაც უკავშირდება გურიაში ტურიზმის განვითარების პრობლემატიკას და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე რეგიონალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლბობის ძირითადი ფორმები და მიმართულებები.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599-482181
ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
 

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.