ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფრანგული ტურისტული გზამკვლევი Petit Futé საქართველოს შესახებ
22 დეკემბერი, 2016

პოპულარული ფრანგული ტურისტული გზამკვლევი Petit Futé საქართველოს შესახებ ახალ რუბრიკას ამზადებს. მასალის მოსამზადებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Petit Futé-ს პუბლიცისტს მატიო ბარონს უმასპინძლა.

ცნობილ ტურისტულ გამოცემასთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითქმის 10 წელია თანამშრომლობს.

გზამკვლევი Petit Futé საქართველოს შესახებ ინფორმაციას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ანახლებს. გამოცემას აქვს ციფრული ვერსია და მისი გამოყენება შეიძლება ასევე აპლიკაციის საშუალებით სმარტ ფონებსა და პლანშეტებში.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი საფრანგეთის გარდა ასევე ხელმისაწვდომია კანადაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. ფრანგულ გამოცემაში 2017 წელს ქართული ღვინის და ღვინის ტურიზმის შესახებ ინფორმაცია პირველად განთავსდება.

Web: www.petitfute.com

Facebook: 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.