ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2017 წლის 27-29 აპრილს, მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ჩატარდება
26 იანვარი, 2017

მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის 3 დღიანი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 27-29 აპრილს,  საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ში, თბილისი, საქართველო. ღონისძიება წარმოადგენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, ასევე  მრავალ სხვა ამ სფეროსთან დაკავშურებულ პროდუქტს. 

გამოცდილება

19 წლის განმავლობაში, ჩვენ მივყვებით ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. მთელი ეს წლები კავკასიის ტურისტული გამოფენა სთავაზობდა საერთაშორისო მონაწილეებს  ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე შემოსვლისა და ნაყოფიერი პარტნიორობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას, ორმხრივი სარგებლისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

ხედვა

"ექსპო ჯორჯია" მუდმივად ცდილობს განავითაროს ახალი კონცეფციები და ფეხი აუწყოს სწრაფად მზარდ ბაზარს. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ემსახურება ინდუსტრიასა და მის მონაწილეებს. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად შევთავაზოთ სიახლეები მონაწილეებსა და სტუმრებს და შევქმნათ ნამდვილი ბიზნეს ღირებულების შემცველი კონცეფტი. B2B და B2C მიდგომების შერწყმა მონაწილეების სარგებლის და ვიზიტორთა მრავალფეროვნების გარანტია. 

პერსპექტივა

სწრაფი ზრდისა და მრავალი პროექტის განხორციელების ფონზე, ახლა საუკეთესო დროა ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად, შემოუერთდით გამოფენას და გახდით თქვენი კომპანიის წარმატების მოწმენი ახალ და მზარდ ბიზნეს შესაძლებლობების ბაზარზე.

პროგრესი

2017 წელს, გამოფენა სასიამოვნო ცვლილებებს გთავაზობთ. განახლებული კონცეფციითა და მარკეტინგული კამპანიით, რომლის მიზანია მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორის მოზიდვა, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონიდან. ტრადიციული ღონისძიებების - საერთაშორისო ტურისტული გამოფენისა და Caucasus MICE-ის პარალელურად, მეორედ განხორციელდება ახალი წარმატებული კონცეფტი - ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი. ასევე კვლევებისა და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოდგენილი იქნება ახლად განვითარებული კონცეფტი - HORECA.

მონაწილეთათვის   /  ვიზიტორებისთვის 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.