ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
The Guardian: უშგული - ძმები გრიმების ოცნება
06 თებერვალი, 2017

გამოცემა The Guardian სვანეთის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია. 

"ორ ციცაბო მთას შორის, კრისტალურად სუფთა მდინარე მწვანე ფერდობებს შორის მოედინება. სოფლის ვიწრო და ტალახიან ქუჩებში შეგხვდებიან ბავშვები ცხენებზე ამხედრებულები - ადგილი ძმები გრიმების ოცნებაა. ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა მოჩანდა, ის აგვისტოშიც კი თოვლითაა დაფარული და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. 

ზღაპრულ შეგრძნებას 30-მდე უძველესი ქვით ნაგები კოშკიც ემატება. მათი უმეტესობა 9-12 საუკუნეშია აგებული. კოშკებს ოჯახები მტრისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. კოშკში ასასვლელად ადგილობრივის დახმარება დაგვჭირდა, რადგან ზოგიერთ მათგანში კიბეები არ არის", - წერს ავტორი. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად რთული ლოკაციისა ადგილობრივებს ტურისტებისთვის აქვთ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. "ბევრ მათგანს სასტუმრო ოთახები საკუთარ სახლში აქვთ მოწყობილი, ეზოებში კი მცირე ზომის კაფეებია სადაც ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ადგილზე ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახუელბაცაა შესაძლებელი, რომელიც აღწერს, თუ როგორი იყო უძველესი სახლები უშგულში. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.