გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა მომდევნო წიგნი – საქართველოს ბუნების 100 საოცრება – გამოსცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მასში 350 ფოტო და საქართველოს რუკა – სულ 10 წლის განმავლობაში ექსპედიციებში ყოფნისას გადაღებული ფოტოები და მოკვლეული მასალაა განთავსებული.
წიგნში ბუნების ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა შორის საჩხერის მუნიციპალიტეტიდან ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე დევის ტბა მოხვდა.
ნამუშევარი ქართულის გარდა კიდევ ორ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.
წიგნის მკითხველთან წარდგენა საჩხერეში უახლოეს დღეებში გაიმართება