ტურისტულმა საიტმა Destination Tips-მა ტურისტებისთვის 10 ყველაზე ცუდი ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნა.
10. პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა
პორტ-მორბსი - პაპუა-ახალი გვინეას დედაქალაქია, მისი მოსახლეობა შეადგენს 317 000 ადამიანს. ქვეყანა საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მათი გამოყენება გართულებულია ცუდი ინფრასტრუქტურის და რთული ბუნებრივი ლანდშაფტის გამო. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დანაშაულის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც აფერხებს ქვეყნის ქალაქების განვითარებას. ყველაზე კრიმინალურ ქალაქებს შორის არის პორტ-მორსბიც, რის გამოც იქ იშვიათად ჩადიან ტურისტები.

9. სკეგნესი, ინგლისი
ეს პატარა ქალაქი ჩრდილოეთ ინგლისშია და სიაში მისი მოხვედრა ქალაქის მესვეურები სერიოზულად შეაშფოთა. რეიტინგში აღნიშნულია, რომ სკეგნესი არის პატარა ბინძური ქალაქი ჩრდილეოთის ზღვის სანაპიროზე და იქ არსებული ერთადერთი გასართობი პარკი არ მუშაობს. ქალაქი წარსულში ჩარჩა, თანაც იქ საკმაოდ მაღალია მომსახურების ფასები. თუმცა ქალაქის მერი აღაშფოთა ამ შეფასებამ და მან განაცხდა, რომ სკეგნესი ცნობილია თავისი ქვიშის პლიაჟებით და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

8. დაკა, ბანგლადეში
დაკა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად. ის მდებარეობს მდინარე ბურინაგის სანაპიროზე, არის მდინარის პორტი და ასევე წყლის ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი. თუმცა ეს უკანასკნელი ფუნქცია ნელ-ნელა კვდება, რადგანაც ქალაქის ირგვლივ არსებული წყლის ობიექტები და ჭაობები ნადგურდება - მათ ადგილას შენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. გარემოს უკიდურესი დაბინძურება უქმნის რეალური საფრთხეს რეგიონის ფაუნას. ამჟამად ქალაქის მოსახლეობა 13 მლნ-მდეა.

7. ბოგოტა, კოლუმბია
ბოგოტა - კოლუმბიის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. იქ ცხოვრობს 7 მლნ. ადამიანი - ეს არის კოლუმბიის მოსახლეობის მეექვსედი. ბოგოტაში ძალიან მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა. მკვლელობების ძირითადი ნაწილი ხდება ღარიბ უბნებში და ბარაკებში, სადაც ხალხი სახლდება თვითნებურად.
მიწის მიტაცება ატარებს ნახევრად ოფიციალურ ხასიათს - კანონით ის აკრძალულია და ხელისუფლება აღიარებს, რომ სახლები შენდება არალეგალურად, თუმცა ხუჭავს ამაზე თვალს, რადგანაც ასე ხდება ახალი ტერიტორიების ათვისება. შემდგომში ხდება ამ ბარაკების რაიონების კეთილმოწყობა და ისინი გადადიან „ნორმალური" რაიონების კატეგორიაში.

6. სიუდად-ხუარესი, მექსიკა
აშშ-სთან მოსაზღვრე ქალაქის მოსახლეობა მუდმივად იზრდება მექსიკის შიდა რეგიონებიდან და ასევე ცენტრალური ამერიკის სხვად სხვა ქვეყნებიდან მიგრაციის ხარჯზე. მათ შორის უმეტესობა ჩამოდის ხუარესში აშშ-ში არალეგალურად მოხვედრის იმედით, თუმცა მათი დიდი ნაწილი საბოლოო ჯამში რჩება ხუარესში. ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორებია შტატებთან სიახლოვე და იაფი სამუშაო ძალა.
თუმცა სიუდად-ხუარესი ასევე ცნობილია როგორც ქალაქი, სადაც არის ძალიან მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა. ძირითად პრობლემებს ქმნიან ნარკოკარტელები, რომელთა ხელდასმით ხდება ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, პოლიციელების მოსყიდვა. ქალაქის პოლიცია იმდენად კორუმპირებულია, რომ ხუარესის მერმა გაუშვა სამსახურიდან პოლიციელების დიდი უმრავლესობა, და მოითხოვა ფედერალური საჯარისო ნაწილების შემოყვანა ქალაქში.

5. ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
ფხენიამი არის ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი და ეკონომიკური ცენტრი. დანარჩენი მსოფლიოსგან ქვეყნის თითქმის სრული იზოლაციის გამო, ტურიზმი ქალაქში თითქმის არ არსებობს. ტურისტები ჩამოდიან მხოლოდ ჩინეთიდან. ჩრდლოეთ კორეაში ვიზის ასაღებად საჭიროა საელჩოში განაცხადის შეტანა ქვეყანაში ჩასვლამდე მინიმუმ 20 დღით ადრე. თეორიულად ვიზის აღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ს და სამხრეთ კორეის გარდა, თუმცა პრაქტიკულად, ეს თითქმის შეუძლებელია.
ჩრდილეოთ კორეაში აკრძალულია სამხეთ კორეაში გამოცემული ლიტერატურის და პორნოგრაფიის შემოტანა, დაუშვებელია სამხედრო ობიექტების გადაღება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თავისუფალ ტანსაცმელში. 2013 წლამდე აკრძალული იყო მობილური ტელეფონების შემოტანა ქვეყანაში, თუმცა ამჟამად ეს აკრძალვა არ მოქმედებს.

4. მოგადიშო, სომალის დედაქალაქი
მოგადიშო - სომალის დედაქალაქი, უმსხვილესი ქალაქი და ეკონომიკური, კულტურული და ფინანსური ცენტრია. 2007-2011 წლებში ქალაქი იყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის შეიარაღებული შეტაკებების არენა. დიდი ხნის განმავლობაში მთავრობა აკონტროლებდა მოგადიშოს მხოლოდ ნაწილს - დაახლოებით 40%-ს, მათ შორის საზღვაო პორტს, აეროპორტს და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს. ქალაქის 60% აკონტროლებდნენ ისლამისტები დაჯგუფება აშ-შაბაბიდან.
2011 წელს სამთავრობა ძალებმა გაათავისუფლებს ქალაქის დიდი ნაწილი მეამბოხეებისგან. თუმცა გარეუბნები რჩება აშ-შაბაბის ხელში. ამჟამად ქალაქი წარმოადგენს ციხე-სიმაგრეს, რომელიც შედგება მრავალი ბლოკ-პოსტების და დაცული გზებისგან.

3. დამასკო, სირია
დამასკო არის თანამედროვე დედაქალაქებს შორის უძველესი და ამავე დროს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. ბოლო წლები ის გადაიქცა „ცხელ წერტილად". სირია იმყოფება სამოქალაქო ომის მდგომარეობში, დამასკო ხშირად ხდება დაბომბვების და ტერაქტების სამიზნე.

2. პორტ-ი-პრენსი, ჰაიტი
პორტ-ო-პრენსი არის ჰაიტის დედაქალაქი და მთავარი საზღვაო პორტი. ქალაქი ძალიან დაზარალდა 2010 წლის 12 იანვარის მიწისძვრისგან, მრავალი შენობა დაინგრა ან დაზიანდა. დაიღუპა 230 000 კაცი. ამის გარდა, ტურისტების შემოსვლას ხელს უშლის შიდსის ეპიდემია, და შეიარაღებული ბანდების თარეში.

1.კიევი, უკრაინა
2013 წლის 21 ნოემბერს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოციაციაზე უარის თქმის გამო კიევში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქცია, „ევრომაიდანი". ამას მოჰყვა ხელისუფლებოს შეცვლა, თუმცა სიტუაციის სტაბილიზაცია დღემდე ვერ მოხერხდა. ცხოვრების დონე ქვეყანაში მკვეთად დაეცა. კიევში ხშირად ტარდება საპროტესტო აქციები.

ავტორი: vestifinance.ru
COMMERSANT.GE