ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში სასტუმრო «თორის» ნაცვლად Park Inn by Radisson-ის სასტუმროს მშენებლობა თვის ბოლოდან დაიწყება
20 თებერვალი, 2017

სასტუმრო „თორის" ნაცვლად სამვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson-ის მშენებლობა თებერვლის ბოლოდან დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ინვესტის"გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მერიისგან პროექტთან დაკავშირებით ნებართვები აქვთ, ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხების მოგვარება სრულდება და შემდეგ უკვე აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება.

ჯანაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოხდება „თორის" სრული დემონტაჟი და ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყებიდან პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.


პროექტს კომპანია „საპარტნიორო ფონდთან" ერთად ახორციელებს.

სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ.

მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა სანებართვო პროცედურების გამო პროცესი გაჭიანურდა. საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

„ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.