ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ADB საქართველოს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ინვესტიციებს ზრდის
19 აპრილი, 2018

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. ADB  მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ისეთი მიმართულებების განვითარებაში როგორიცაა სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დააფინანსებს 24-კილომეტრიანი გზის მშენებლობას, ქვეშეთი - კობის მონაკვეთს, რომელიც  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია. პროექტის ფარგლებში აშენდება 9-კილომეტრიანი გვირაბი. ქვეშეთი - კობის მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო სამუშაოებს რეგიონული განვითრსებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და უკვე დასკვნით ფაზაშია. თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება

შეხვედრა ასევე გაიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელზეც ისაუბრეს ურბანული  სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე. პროგრამის  ფარგლებში საქართველოში უკვე ფინანსდება  მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური და ურბანული ტრანსპორტისა და წყალმომარაგების მიმართულებით.

ასევე განიხილეს 13 ქალაქში  წყალმომარაგებისა და წყალარინების  მიმდინარე მასშტაბური პროექტები, რომელსაც ADB აფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკმა საქართცველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი, ასევე საქართველოში  ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის  დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი ესწრებოდნენ. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.