Check in Georgia ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალს ANAKLIA ECHOWAVES უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.
ფესტივალი მუსიკას, სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებას, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტს აერთიანებს.
ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარული ფესტივალი EXIT-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. EXIT-ი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ არის დასახელებული. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.
Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობა, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: Depeche Mode, Guns N' Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ.
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაფინანსებისა და ფესტივალზე ხელშეწყობის მოთხოვნით ეკონომიკის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წერილით მიმართა კომპანია “ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპმა“, რომლის ხელმძღვანელია ბრანე კოსტადინოვი EEMM ჯგუფის დამფუძნებელი.
ფესტივალის ბიუჯეტი 6 162 360 ლარია, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ANAKLIA ECHOWAVES-ს 4 160 000 ლარით დააფინანსებს.
ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება 5 სცენა, მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.
კომპანიას მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული, "ბუქინგის" კუთხით, 700 ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ. მათ შორის ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Massive Attack, The Prodigy, Faithless, Fatboy Slim, Calvin Harris და სხვ.
www.travelingeorgia.ge