ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი WHITE SAILS-ის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება
07 აპრილი, 2017

ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსის WhITE  SAILS-ის  მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ეარ მერიდიანსის" წარმომადგენელი ქეთი დოჭვირი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას  აცხადებს,  კომპლექსი მრავალფუნქციურია და მოიცავს ორ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, 5 აპარტ ჰოტელს.

მისივე თქმით,  კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება სრული ინფრასტუქტურა, გამწვანება, კაზინოები, საბავშვო მოედნები, ჩოგბურთის კორტები.

ირკვევა, რომ ამ დროისთვის ერთი კორპუსის მშენებლობა თითქმის  დასრულებულია, ორ თვეში კი რამდენიმე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. პარალელურად იგეგმება აქტიური სარეკლამო კამპანია და შედეგად გაყიდვების მატებაა მოსალოდნელი. დოჭვირის თქმით, კონცეფციის მიხედვით პროექტი მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი, ორიენტირებულია როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელზე. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, იკვეთება ტენდენცია, რომ მომხმარებელი ძირითადად ბინებს დროებით საცხოვრებად ზაფხულის სეზონისთვის ყიდულობს. აპარტ ჰოტელების მცხოვრებლებს კომპანია დამატებით სერვსიებსაც შესთავაზებს.


რაც შეეხება სასტუმროებს,  ქეთი დოჭვირის თქმით, ამ დროისთვის საერთაშორისო კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და სასტუმროების ოპერატორი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი იქნება. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.  WHITE  SAILS -ის კომპლექსი  ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო . ეარ მერიდიანსმა ბათუმში 29 445 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით 2 091 000 აშშ დოლარად 2015 წლის მაისში შეიძინა.

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.