ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Bakuriani Resorts - სასტუმრო კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, კვების მრავალფეროვნებით და მომსახურების მაღალი ხარისხით
16 ნოემბერი, 2017

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარება და მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა”, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Bakuriani Resorts-ის დირექტორმა მარიკა კოპალიანმა განუცხადა.

როგორც კოპალიანი განმარტავს, Bakuriani Resorts-ი სხვა სასტუმროებისგან მომსახურების მაღალი დონით და დაბალი საფასო პოლიტიკით გამოირჩევა. სასტუმროში ერთი პერსონის ღირებულება დღე-ღამეში 70-დან 120-ლარამდე მერყეობს.

„ბაკურიანი რეზორტს აგრძელებს საქართველოში გავრცელებული სტუმართმოყვარეობის და ტრადიციების შენარჩუნებას. სასტუმრო ფუნქციონირებს 1962 წლიდან და ერთგულ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებით აკმაყოფილებს. სასტუმრო განთქმულია: სტუმართმოყვარეობით, ინფრასტრუქტურით, კვების მრავალფეროვნებით და მომსახურების მაღალი ხარისხით.

სასტუმროში წლიდან-წლამდე სტუმრების რაოდენობა 25%-ით იზრდება.  მათ შორის არიან კორპორატიული კლიენტები  და უცხოელი დამსვენებლები“, - აღნიშნა მარიკა კოპალიანმა.

 

Bakuriani Resorts-ის დირექტორი ჩვენთან საუბრისას ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ „ბიზნესის განვითარებაში სახელმწიფომაც უნდა შეგვიწყოს ხელი. ბაკურიანში ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად საერთოდ არ არის.  კერძო სექტორი ძალიან ბევრ სიახლეს გეგმავს და ახლა სახელმწიფოს მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯები.“

http://www.bakurianiresorts.ge

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.