ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ
28 დეკემბერი, 2023
ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ
 
"მაგნოლია"-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ:
 
  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „შერატონი“
  • საუკეთესო სასტუმრო - „მონარქი“
  • საუკეთესო ჰოსტელი - „ჰოსტელი 47“
  • ყველაზე პოპულარული კაფე/რესტორანი - „გა .ზაფხული“
  • საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“
  • საუკეთესო გიდი - რომან ხალვაში
  • საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - შატო „ივერი“
  • ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - შატო „კვირიკე“
  • ყველაზე პოპულარული მუზეუმი - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი
  • ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი აჭარაში - მაჭახელას მარშრუტი
  • ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი
  • ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი ბათუმში - ბათუმის ბულვარი
  • ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში - მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი
  • საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში - ზვიად გოგიჩაიშვილი
 
მაგნოლიას დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.
 
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.