ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბორჯომში სამ ლოკაციაზე ტურისტული ინფორმაციით გაჯერებული QR კუბი დამონტაჟდა
02 ნოემბერი, 2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით,  ბორჯომში სამ ლოკაციაზე QR კუბი დამონტაჟდა.
 
QR კუბზე დატანილი შტრიხკოდის დასკანერებით, ქალაქის მცხოვრებლები და ტურისტები ღირშესანიშნაობების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღებენ.
QR კუბი ერთგვარი საინფორმაციო გიდის ფუნქციას ითავსებს და ქალაქის სტუმრებს ვირტუალური ტურების მოწყობაშიც ეხმარება.
 
,,ბორჯომი ტურისტული ქალაქია. გაკეთდა ძალიან მაგარი პროექტი. დააყენეს QR კუბი – საკუთარი ტელეფონით შეგიძლია, მიანათო და გაიგო ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის შესახებ. ეს ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია, როგორც ბორჯომელებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – ამბობს ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.