ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Capitol HPS – 11 წელი საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და მისი განვითარების პერსპექტივები
19 მარტი, 2024

მიმდინარე წლის მარტი, Capitol Management ჯგუფის წევრი კომპანია, Capitol HPS-სთვის, როგორც  „BWH℠ Hotels“-ის ქსელების ოფიციალური დეველოპერისთვის საქართველოში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: ზუსტად 10 წლის წინ საქართველოში,  Best Western - ის ბრენდით, „BWH℠ Hotels“-ის ჯგუფის ქსელში შემავალი პირველი სასტუმრო გაიხსნა! 

Capitol HPS შედის Capitol Management - ის პორტფელური კომპანიების სიაში, რომელშიც ჩვენი კომპანიის გარდა გაერთიანებულია სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტი, საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა, სასტუმროების მართვა და ა.შ.) რამდენიმე კომპანია.

Capitol Management-მა საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონალური სასტუმროების მშენებლობა,  ჯერ კიდევ 2013 წელს დაისახა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად და შეიმუშავა შესაბამისი ქმედებების სტრატეგია. გუნდის მიერ შემუშავებული ამ სტრატეგიის და მაღალი სტანდარტების სასტუმრო პროექტების განსახორციელებლად აუცილებელი გახდა სასტუმროების მოქნილ და ხელმისაწვდომ მსოფლიო ბრენდთან პარტნიორობა. 

ზუსტად ასეთი მახასიათებლების მატარებელი აღმოჩნდა მსოფლიოს, სასტუმროების ქსელების რეიტინგის პირველ ათეულში შემავალი, სასტუმროების ამერიკული წარმოშობის ქსელი „BWH℠ Hotels“-ი(იმ დროისთვის Best Western Hotels & Resorts-ი) და ჯგუფში შემავალი კომპანია Capitol HPS-ის  მიერ განხორციელებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ეს კომპანია ამავე წელსვე გახდა  „BWH℠ Hotels“-ის ქსელების ოფიციალური დეველოპერი  საქართველოში.

„BWH℠ Hotels“-ი დღეისათვის შედგება სასტუმროების სამი ცნობილი ქსელისგან: WorldHotels-ი, Best Western® Hotels & Resorts-ი, SureStay® Hotels-ი და ჯამში 19 ბრენდისგან, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს სასტუმროს კატეგორიების სრულ სპექტრს, ეკონომიურიდან უმაღალესი კატეგორიის ჩათვლით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზებული სასტუმრო პროექტი.

Capitol HPS-ს 10 წლიანი, წარმატებული საქმიანობის შედეგად, საქართველოში უკვე არსებობს „BWH℠ Hotels“-ის ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ბრენდის რვა დაკონტრაქტებული სასტუმრო პროექტი, რომელთაგან 5 არის მოქმედი (თბილისი - 2, ბათუმი, ქუთაისი და გუდაური) და 3 მშენებარე (ბათუმი, ლიკანი და ქობულეთი). 

შესაბამისად ამ ეტაპზე, Capitol HPS-ს ათვისებული აქვს საქართველოს 4 რეგიონის (ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და აჭარა) 6 ლოკაცია(თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გუდაური, ლიკანი და ქობულეთი), საიდანაც 4 არის კურორტი (ბათუმი, გუდაური, ლიკანი და ქობულეთი). თუმცა რომ არა ავად მოსაგონარი კოვიდის პანდემია და მისი შემდგომი პერიოდი, რომელმაც გლობალურად დააზიანა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა მიმართულება, დღეს გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა.

მაშ ასე  „BWH℠ Hotels“-ის ქსელი საქართველოში დღეისათვის ასე გამოიყურება:

Best Western Tbilisi Art Hotel  - საქართველოში დაკონტრაქტებული პირველი პროექტი თბილისში, საბურთალოზე, რომელიც ქსელში ჩაერთო 2014 წლის მარტში;

Best Western Kutaisi - პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში და მთლიანად იმერეთის  მხარეში, რიგით მეორე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში, ქსელში ჩაერთო 2017 წლის მარტში.

 

Best Western Premier Batumi - რიგით მესამე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში და პირველი აჭარაში, ქსელში ჩაერთო 2018 წლის აგვისტოში;

Best Western Tbilisi City Center - პირველი ბრენდული სასტუმრო ვაკეში, რიგით მეოთხე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში,  ქსელში ჩაერთო 2018 წლის  აგვისტოში;

Best Western Gudauri - პირველი ბრენდული სასტუმრო გუდაურში და მთლიანად მცხეთა-მთიანეთის მხარეში, რიგით მეხუთე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში, რომელიც ქსელში ჩაერთო 2019 წლის დეკემბერში;

WorldHotels Likani – რიგით მეექვსე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში და პირველი სამცხე - ჯავახეთის მხარეში, სასტუმრო მშენებლობის პროცესშია და ქსელში, სავარაუდოდ, 2025 წლის  გაზაფხულზე ჩაერთვება;

Best Western Plus Batumi - რიგით მეშვიდე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში და მეორე აჭარაში, სასტუმრო იხსნება 2024 წლის აპრილში;

WorldHotels Kobuleti - რიგით მერვე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში და მესამე აჭარაში, სასტუმრო მშენებარეა და ქსელში, სავარაუდოდ, 2028 წლის  გაზაფხულზე ჩაერთვება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისეთ საინტერესო ლოკაციებზე, როგორიცაა: სალხინო, მარტვილის კანიონი, სუფსა, ფოთი, ქუთაისის აეროპორტი, ვანი, ქობულეთი, ყაზბეგი და ასევე თბილისი. შესაბამისად მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ და თუ მშვიდობა იქნა, კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ საქართველოში.

საინფორმაციო მხარდამჭერი: travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.