Check in Georgia წელს უფრო მასშტაბური იქნება. პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Check in Georgia უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა.
მისი თქმით, პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავლები და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს.
„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია Check-in Georgia-ს პროექტიც“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
www.travelingeorgia.ge