სლოგანით Choose your favourite colour აჭარის რეკლამა BBC World-ზე უკვე ტრიალებს. 200-ზე მეტ ქვეყანაში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი ეცნობა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადის, რომლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა.
“2018 წელი აქტიური იქნება რეგიონის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის თვაკლსაზრისით ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. უკვე დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-ის ეთერით, რაც გარდა აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობისა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
გარდა BBC-სა ჩვენ რეკლამას ვიწყებთ „ევრონიუსსა“ და „დოიჩეველეზე,“ რაც სატელევიზიო რეკლამის გარდა აჭარაზე სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს. ბუნებრივია ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მომწვევას აჭარაში, რათა უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია პოტენციურ ტურისტებთან,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
www.travelingeorgia.ge