ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Conde Nast Traveler: თბილისივით მიმზიდველი ევროპის არცერთი ქალაქია
10 ოქტომბერი, 2018

მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისზე სტატიას აქვეყნებს.

ტარა იზაბელა ბარტონი წერს, რომ თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქია.

„აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით და უსაზღვრო ენერგიით," - წერს ბარტონი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და ქართული კერძები. ჟურნალისტი აღწერს აბანოთუბანს, გოგირდის ცხელ წყლებს, თბილისის დაარსების ლეგენდას და ა.შ. 

გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. 

Condé Nast Traveler მსოფლიოში ცნობილი გამოცემაა და მილიონობით მკითხველი ჰყავს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.