არაბეთის გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს.
კომპანია ყოველდღიურად 16 ივნისიდან 30 სექტემბრის პერიოდში შეასრულებს. საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 7 სიხშირით შესრულდება.
ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.
ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
Flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, 14 ივნისიდან, Flydubai ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
www.travelingeorgia.ge