ცნობილი გამოცემა Forbes-ი საქართველოს შესახებ, კერძოდ კი ქართული სამზარეულოს შესახებ წერს. სტატიის ავტორის მოსაზრებით, ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი საუკეთესო ხაჭაპურია, რასაც იგი ყველიან პიცად მოიხსენიებს.
"წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომლის ეროვნული საკვები ყველაზე გემრიელი ყველიანი პიცაა, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ. კეტილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. შესაძლოა ეს ადგილი ბევრისთვის ცნობილი არაა, მაგრამ ქვეყანას, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს, ბევრი ვიზიტორი ჰყავს.
ხაჭაპურს წარმოუდგენლად დიდი ნაჭრები აქვს, თუმცა იგი მთავარი კერძი არც კი არის. ქართულ მაგიდას სუფრას უწოდებენ, სადაც მინიმუმ 20 თეფში კერძია, როდესაც ჯდები. ხაჭაპური ყოველთვის ცხელი მოაქვთ, პირდაპირ ღუმელიდან გამოღებული", - წერს ავტორი.
www.ipress.ge