ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: Airbnb-ზე რეგისტრირებული ბინების დაბეგვრა არ იგეგმება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებზე შეზღუდვის დაწესებას ან გადასახადების შემოღებას არ გეგმავს. ადმინისტრაციას განცხადების გავრცელება მას შემდეგ მოუხდა რაც გიორგი ჩოგოვაძემ "საქმიან დილაში" გაქირავების სერვისის დარეგულირებაზე განაცხადა.
დამატებითი განმარტებისთვის ადმინისტრაციამ განცხადებაც კი გაავრცელა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერთიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა დაბინების გაქირავების სახით - ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღების შესახებ,სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განხცადებაში.
www.travelingeorgia.com