Georgian Airways-ი, Jessie J-სა და Thirty Seconds To Mars-ის კონცერტებთან დაკავშირებით, სპეციალურ ავიარეისებს ნიშნავს
ავიაკომპანია Georgian Airways-ი Black Sea Arena- ზე დაგეგმილ კონცერტებთანდაკავშირებით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე სპეციალურ ავიარეისებს ნიშნავს.
Georgian Airways-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური რეისები Black Sea Arena- ზე დაგეგმილი პოპულარული ბრიტანელი მომღერლის Jessie J-სა და მსოფლიოს ერთი-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფი Thirty Seconds To Mars კონცერტებთან დაკავშირებით ინიშნება.
“Black Sea Arena-ზე მოსახვედრად ყველაზე კომფორტული გადაწყვეტილება თბილისიდან ბათუმის მიმართულებით Georgian Airways-ის სპეციალური ავიარეისებია, ბათუმიდან შეკვეთილამდეკი სულ რაღაც 36 კმ გაშორებთ”, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მაშ ასე, ვისაც კონცერტებზე დასწრება სურს და ამისათვის საჰაერო გზით გადაადგილებას ანიჭებს უპირატესობას, Georgian Airways-ის ფრენების გრაფიკი ასეთია: